გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ჯუანშერ ბურჭულაძე: ყველა ტელევიზიას შეუძლია ავიდეს და ნახოს, რა ტემპში და ხარისხით შევასრულეთ დაპირება

29-09-2022

ტელეკომპანია “პოსტვ” -ის ეთერში თავდაცვის სამინისტროს პრიორიტეტებსა და  ჯარისკაცების სოციალურ მდგომარეობაზე საუბრისას, ჯუანშერ ბურჭულაძემ  უწყების საბინაო პოლიტიკასა და უპრეცედენტოდ შეღავათიანი პირობებით სამხედრო მოსამსახურეების  საცხოვრებელი ბინებით დაკმაყოფილების შესახებაც ისაუბრა.

 

თავდაცვის მინისტრის ინფორმაციით,  მახათას მთაზე „ჯარის ქალაქის“ მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა და  პროექტით გათვალისწინებული 39, 7-სართულიანი კორპუსის მშენებლობა მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება:

 

ეს პროექტი ძალიან წარმატებით განხორციელდა.  ავაშენეთ დაახლოებით 115 000 კვადრატული მეტრის ფართი, ყველაფერი  სწრაფ ტემპში, უმაღლესი ხარისხით შესრულდა.  სამხედროებს ერთ კვადრატულ მეტრში 100 დოლარის გადახდა უწევთ“.  

 

ჯუანშერ ბურჭულაძე გადაცემაში „პოლიტიკური ინტერვიუ“ წლების განმავლობაში გადაუჭრელ პრობლემას, საცხოვრებელი ბინების საკუთრებაში გადაცემის საკითხსაც შეეხო: „წარმოიდგინეთ, 4000-ზე მეტი ოჯახი ფაქტობრივად ფლობდა ბინებს, თუმცა საკუთრებაში არ ჰქონდათ და   ვერ სარგებლობდნენ ამ ბინებით, ვერ აყალიბებდნენ ამხანაგობებს; შესაბამისად, მუნიციპალიტეტი ვერ შედიოდა, სერვისებით ვერ სარგებლობდნენ, რაც უამრავი პრობლემის გამომწვევი იყო. ჩვენ ეს საკითხი პრემიერ-მინისტრის საქართველოს თავდაცვის მინისტრად მუშაობის პერიოდში მოვაგვარეთ, საკუთრებაში გადავეცით ფართები, აღნიშნული პროექტიც ძალიან წარმატებით მიმდინარეობს“.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031