გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თიბისის მხარდაჭერით, საქართველოში პირველად მეწარმე ქალების პროდუქციის მასშტაბური გამოფენა-გაყიდვა გაიმართება

30-09-2022

2 ოქტომბერს გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით და თიბისის მხარდაჭერით, საგამოფენო ცენტრი „ექსპო ჯორჯია“ მეწარმე ქალების პირველ მასშტაბურ გამოფენა-გაყიდვას უმასპინძლებს, რომელიც ექსპო ჯორჯიაში კვირას 09:00 საათიდან გაიხსნება.


ღონისძიებას აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები,თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე ნინო მასურაშვილი, ნორვეგიის სამეფოსსაგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჰელენე სანდ ანდრესენი, გაეროს ქალთაორგანიზაციის ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული ოფისის დირექტორი ალიაელ-იასირი, EBRD-ის მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდამჭერი პროგრამისხელმძღვანელი სევერიან ღვინეფაძე, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტისრექტორი ნინო ენუქიძე და სავაჭრო-სამრეწველო პალატის ვიცე-პრეზიდენტი ნინოსუქნიძე დაესწრებიან.


„თიბისი მეწარმე ქალების ექსპოს პარტნიორია, რადგან ღონისძიება აერთიანებსთიბისისთვის პრიორიტეტულ სამ მიმართულებას: ბიზნესის მხარდაჭერას დამეწარმეობის ხელშეწყობას, ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას, განათლებასა დაპროფესიული უნარების განვითარებას. ბიზნესის განსავითარებლად და მეწარმეობისწასახალისებლად, თიბისი არაერთ ინიციატივას ახორციელებს. მათ შორისაა პროგრამასტარტაპერი, რომელშიც ბევრი მეწარმე ქალია ჩართული. თიბისისთვის ქალთაეკონომიკური გაძლიერება სოციალური პასუხიმგებლობაცაა, რომლის მიზანიაადამიანებისთვის ცხოვრების გამარტივება და ამასთან, საზოგადოებაში თანასწორობისმიღწევა და მრავალფეროვნების წახალისება,“ – აცხადებს თიბისის გენერალურიდირექტორის მოადგილე ნინო მასურაშვილი.


ღონისძიებაში მონაწილეობას მთელი საქართველოდან 100-მდე მეწარმე ქალი მიიღებსდა გამოფენის სტუმრებს წარუდგენს საკუთარ პროდუქციას, რომლის შეძენაცადგილზევე იქნება შესაძლებელი. აღსანიშნავია, რომ გამოფენის მნიშვნელოვანი ნაწილიმეწარმე ქალებისთვის სამოტივაციო და საგანმანათლებლო სესიების, გამოსვლებისა დაპრაქტიკული მასტერკლასების ჩატარებასაც ითვალისწინებს. საინტერესო პროგრამაელით ვიზიტორებსაც: გამოფენა-გაყიდვის პარალელურად, მოეწყობა გასართობი კუთხებავშვებისთვის, ასევე, საკვები და მუსიკალური სივრცეები.


მასშტაბური გამოფენა-გაყიდვა ხელისუფლების, საგანმანათლებლო წრეების,საერთაშორისო ორგანიზაციებისა და კერძო სექტორის ჩართულობით იმართება.ღონისძიების მხარდამჭერები არიან: თიბისი, სააგენტო „აწარმოე საქართველოში“,სავაჭრო-სამრეწველო პალატა, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი(EBRD) შვედეთის მთავრობის მიერ მხარდაჭერილი მეწარმე ქალების პროგრამისფარგლებში და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი.


საქართველოს პარალელურად, ღონისძიება აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალურიაზიის რამდენიმე ქვეყანაში – თურქეთში, მოლდოვაში, სერბეთში, ალბანეთსა დაყირგიზეთშიც ტარდება. გამოფენა-გაყიდვა პროექტის „კარგი მმართველობა გენდერულითანასწორობისთვის საქართველოში“ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების კომპონენტისნაწილია, რომელიც ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930