30-09-2022
პოლიტიკური ალღო-ქარიზმა ამ ბეჩავს არ აქვს და ძირითადად ხმაურზეა ორიენტირებული,ოღონდ თან მაგრად ეშინია საკუთარ განცხადებებზე პასუხის მოსმენა და პარლამენტის სხდომათა დარბაზშიც ვერ შედის - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძის განცხადებას.
„ეს რა მაგარი "პოლიტ-ესკორტი" ჰყავთ ოპოზიციაში, ძირითადად პროვოკაციულ "გამოძახებებზე" მუშაობს... პოლიტიკური ალღო-ქარიზმა ამ ბეჩავს არ აქვს და ძირითადად ხმაურზეა ორიენტირებული,ოღონდ თან მაგრად ეშინია საკუთარ განცხადებებზე პასუხის მოსმენა და პარლამენტის სხდომათა დარბაზშიც ვერ შედის... ასეთ განცხადებას, პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსი მინიმუმ კონკრეტულ ფაქტებს მოაყოლებდა,თუმცა ვაშაძე და პასუხისმგებლობა ისეა ერთმანეთთან,როგორც ღორი და მანიკიური... რა საცოდაობაა ასეთი პოლიტიკოსების ყურება,თავი კიტრები ჰგონიათ და ქინძის ფასიც არ აქვთ...“ - წერს ქადაგიძე facebook - ზე.
16-11-2024
16-11-2024