1-10-2022
რედისონ ბლუ ივერიაში, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) ორგანიზებით სოციალური საწარმოების, ორდღიანი, რიგით მესამე B2B გამოფენა გაიხსნა. 47-მა სოციალურმა საწარმომ, საზოგადოებას საკუთარი პროდუქცია წარუდგინა.
ლიბერთი აგრძელებს სოციალური კორპორაციული პასუხისმგებლობის სტრატეგიის ფარგლებში კომპანიების და ინიციატივების მხარდაჭერას. ბანკი, B2B გამოფენაზე წარმოდგენილია, როგორც სოციალური საწარმოს - "ჩუს" მხარდამჭერი.
„ლიბერთი მხარს უჭერს კომპანია „ჩუს", რომელიც სამაგიდო თამაშების მეშვეობით ცდილობს საზოგადოებაში თანაბარი შესაძლებლობების გაჩენას.
მივესალმებით იდეას, რომელიც ხელს უწყობს სმენის შეზღუდვის მქონე პირების საზოგადოებაში ინტეგრაციასა და ჟესტური ენის პოპულარიზაციას.
ლიბერთი ერთი წელია მუშაობს შშმ პირების მისაწვდომობის პროექტზე, რომლის მიზანია, ნებისმიერი მომხმარებლისთვის ბანკის სერვისებით თანაბრად სარგებლობა და ქვეყანაში შშმ პირთა უფლებების დაცვა. ვფიქრობთ, ამ თამაშით ძალიან ბევრი ადამიანი შეძლებს გაიგოს და ისწავლოს ჟესტური ენა. ლიბერთი წარმატებას უსურვებს"ჩუს" მომავალ ბიზნეს საქმიანობაში." - ტაპი ზაქარიაძე, ლიბერთის სოციალური კორპორაციული პასუხისმგებლობის მიმართულების ხელმძღვანელი.
CSRDG-ის ორგანიზებით გამართული B2B გამოფენა-გაყიდვა ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება.
16-11-2024
16-11-2024