გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: თუ სადმეა საქართველოში კლანი, ეს არის პირველ რიგში ენჯეოები, საკუთარ თავს უწოდებენ გავლენიან ენჯეოებს

2-10-2022

სინამდვილეში კლანი თუ სადმეა, ეს არის სწორედ ენჯეოები. თვითონვე უწოდებენ საკუთარ თავს, ანუ სხვას აბრალებენ იმას, რომ არის სადღაც რაღაც გავლენიანი ჯგუფი სასამართლოში და თვითონ საკუთარ თავს უწოდებენ გავლენიან ენჯეოებს. ისინი სერიოზულ გავლენას ახდენენ საბოლოო ჯამში გარკვეულ პროცესებზე და მოქმედებენ კლანური პრინციპით - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

 

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, მარტივი სქემაა დალაგებული, თვითონ აქვთ ინტერესი, რომ დამნაშავეებს არ შეეფარდოთ სასჯელი, ეს ეხებოდა მელიას, სააკაშვილს, გვარამიას, რურუას და ა.შ. - კრიმინალებს და აქედან გამომდინარე, წინასწარ ხდება სასამართლოს ბრენდირება იმისთვის, რომ საკუთარი კლანის წევრები, ამ შემთხვევაში პოლიტიკოსები დაიცვან.

 

„სტატისტიკა თქვენც ახსენეთ ყველა მიმართულებით , არა მარტო გამამართლებელ განაჩენებს ეხება ეს, ეს ეხება იგივე ადმინისტრაციულ პატიმრობას, პატრულის ჯარიმებთან დაკავშირებით სარჩელების დაკმაყოფილებას, შუამდგომლობებს წინასწარ პატიმრობასთან დაკავშირებით და ა.შ. ნებისმიერი სფერო რომ ავიღოთ, გირაოს შეფარდება, ჯარიმების შეფარდება, სტატისტიკა გაუმჯობესებულია ზოგიერთ შემთხვევაში ორჯერ, სამჯერ, ექვსჯერ, რვაჯერ, ოცდაერთჯერაც კი. ეს სტატისტიკა მეტყველებს იმაზე, რომ სისტემური პრობლემები არის აღმოფხვრილი.

 

რაც შეეხება პოლიტიკურ გავლენას და გავლენიან ჯგუფებს და ა.შ. ამას ჩვენ გვაბრალებს ის წრე ადამიანებისა, რომლებიც საკუთარ თავს უწოდებს გავლენიან ენჯეოებს. სინამდვილეში კლანი თუ სადმეა, ეს არის სწორედ ენჯეოები. თვითონვე უწოდებენ საკუთარ თავს, ანუ სხვას აბრალებენ იმას, რომ არის სადღაც რაღაც გავლენიანი ჯგუფი სასამართლოში და თვითონ საკუთარ თავს უწოდებენ გავლენიან ენჯეოებს. ისინი სერიოზულ გავლენას ახდენენ საბოლოო ჯამში გარკვეულ პროცესებზე და ისინი მოქმედებენ კლანური პრინციპით. სინამდვილეში, თუ სადმეა საქართველოში კლანი, ეს არის პირველ რიგში ენჯეოები და სასამართლოსთან დაკავშირებით როცა შენ გაბრალებენ რაღაცაზე პოლიტიკურ გავლენას, სასამართლოზე ამ შემთხვევაში, ხომ უნდა გაჩვენონ რაში იყენებ ამას, რომ რაღაცით ბოროტად სარგებლობ. სტატისტიკა რომ უმჯობესდება, ეს თავისთავად იმაზე მეტყველებს, რომ ჩვენ არაფრით არ ვსარგებლობთ ბოროტად. რა თქმა უნდა, ჩვენ ვართ ხელისუფლება და ჩვენ გვაქვს ზოგადად ჩვენი გავლენა ნებისმიერ პროცესზე, მათ შორის პირველ რიგში ჩვენზეა დამოკიდებული იგივე მოსამართლეების არჩევა და ა.შ. მაგრამ გვაჩვენონ, სად გამოვიყენეთ ეს ძალაუფლება ბოროტად. მარტივი სქემაა დალაგებული, თვითონ აქვთ ინტერესი, რომ დამნაშავეებს არ შეეფარდოთ სასჯელი, ეს ეხებოდა იგივე მელიას, სააკაშვილს, გვარამიას, რურუას და ა.შ. კრიმინალებს და აქედან გამომდინარე, წინასწარ ხდება სასამართლოს ბრენდირება იმისთვის, რომ საკუთარი კლანის წევრები, ამ შემთხვევაში პოლიტიკოსები დაიცვან“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930