გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პრემიერი: თბილისი არის გამორჩეული თავისი ისტორიით, კულტურით

3-10-2022

თბილისი არის გამორჩეული თავისი ისტორიით, კულტურით მრავალეთნიკური, მრავალკონფესიური საზოგადოებით. თბილისი მართლაც ქმნის ტოლერანტობის უნიკალურ მაგალითს. ჩვენთან, ამ ქალაქში მრავალი საუკუნეა სხვადასხვა რელიგიის, სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის, თუ ეროვნების წარმომადგენლები ყოველთვის სიყვარულით  თანაცხოვრობენ და ეს შექმნა ამ საოცარმა ქალაქმა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
 
მთავრობის მეთაურმა დედაქალაქის მერს, კახა კალაძეს მადლობა გადაუხადა და საპატიო მოქალაქეებს მიესალმა.
 
„საღამო მშვიდობის, ძვირფასო მეგობრებო, პატივცემულო საზოგადოებავ, დიდი პატივია დღეს ჩემთვის თქვენთან ერთად თბილისობის აღნიშვნა.
მინდა, რამდენიმე სიტყვით მოგმართოთ და გითხრათ, თუ რაოდენ საამაყოა და ბედნიერებაა, რომ ვართ ჩვენ ერთ-ერთი გამორჩეული,  უნიკალური ისტორიის მქონე ქვეყანა და სწორედ დედაქალაქი თბილისი არის გამორჩეული თავისი ისტორიით, კულტურით მრავალეთნიკური, მრავალკონფესიური საზოგადოებით. თბილისი მართლაც ქმნის ტოლერანტობის უნიკალურ მაგალითს. ჩვენთან, ამ ქალაქში მრავალი საუკუნეა სხვადასხვა რელიგიის, სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის, თუ ეროვნების წარმომადგენლები ყოველთვის სიყვარულით  თანაცხოვრობენ და ეს შექმნა ამ საოცარმა ქალაქმა. მე მინდა, ამ სცენიდან თქვენთან ერთად მადლობა გადაუხადო თქვენთან ერთად ჩემს მეგობარს, თბილისის მერს კახა კალაძეს, კახამ ძალიან ბევრი გააკეთა ჩვენი ქალაქისთვის, ბევრს აკეთებს და ჩვენ გვჯერა, რომ კიდევ უფრო მეტს გააკეთებს ჩვენი დედაქალაქისთვის. ჩემთვის დიდი პატივია, დავესწრო ამ ცერემონიას. კიდევ ერთხელ გიდასტურებთ ჩემი პირადად და მთავრობის სახელით ჩვენს პატივისცემას, მივესალმები კიდევ ერთხელ საპატიო მოქალაქეებს, საპატიო თბილისელებს, მინდა დაგიდასტუროთ ჩვენი პატივისცემა, ჩვენი სიყვარული,"- აღნიშნა პრემიერმა.
 
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, გუშინ, პირველ ოქტომბერს აღინიშნა „ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის 10 წლის იუბილე. მისი თქმით, მმართველი ძალის ხელისუფლებაში მოსვლიდან ქვეყანაში მშვიდობიანი და სტაბილური განვითარების პერიოდი დადგა.
 
„მინდა ვთქვა მთავარი - ჩვენ გუშინ, პირველ ოქტომბერს აღვნიშნეთ 10 წლის იუბილე მას შემდეგ, რაც ჩვენი მმართველი პარტია, მმართველი ძალა მოვიდა ხელისუფლებაში და მას შემდეგ უპრეცედენტოდ უწყვეტი მშვიდობიანი და სტაბილური განვითარების პერიოდი დადგა ჩვენს ქვეყანაში. ძვირფასო მეგობრებო, ჩვენ დღეს გვჭირდება სწორედ მშვიდობა, გვჭირდება სტაბილურობა და განვითარება, ჩვენს ხალხს სჭირდება მეტი კეთილდღეობა და ამისთვის კიდევ უფრო მეტს გავაკეთებთ, იმისთვის, რომ ჩვენი მთავარი ოცნება და მთავარი მიზანი იყოს მიღწეული და შესრულებული - ეს არის ჩვენი ქვეყნის გაერთიანება, ჩვენი ქვეყანა არის დროებით ოკუპირებული, მნიშვნელოვანი ნაწილი, მაგრამ მჯერა, რომ საქართველო გაერთიანდება, დიდი მადლობა!,"- განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
 
ღონისძიებაზე შეკრებილ სტუმრებს სიტყვით მიმართა თბილისის მერმა კახა კალაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930