გაიგე განსხვავებული

ოთხშაბათი, მაისი 28, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სოფელ იგოეთის საბავშვო ბაღს ორგანიზაცია „ქალები სამართლიანობისთვის“ წარმომადგენლები ესტუმრნენ და აღსაზრდელებს სათამაშოები გადასცეს

3-10-2022

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ იგოეთის საბავშვო ბაღს ორგანიზაცია „ქალები სამართლიანობისთვის“ წარმომადგენლები ესტუმრნენ და აღსაზრდელებს სათამაშოები გადასცეს. კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ მადლობა გადაუხადა „ქალთა სახლების“- კოორდინატორს ეკა ჩახნაშვილს და ასევე, დონორი ორგანიზაციის წარმომადგენლებს გამოჩენილი სოციალური პასუხისმგებლობისთვის.

 

"იგოეთის საბავშვო ბაღის მშენებლობა ცოტა ხნის წინ დავასრულეთ. მიუხედავად ყველა არსებული პირობისა და კომფორტისა, ბავშვებისთვის სათამაშოები მართლაც დროული და საჭირო საჩუქარია.“ - აღნიშნა კასპის მუნიციპალიტეტის მერმა.

 

როგორც ეკა ჩახნაშვილმა აღნიშნა, ორგანიზაცია 2017 წლიდან დღემდე უცხოელი დონორების დახმარებით საქართველოს მასშტაბით ჰუმანიტარულ დახმარებას ეწევა. ამასთან ერთად, ყოველ წელს პროექტის „სამარიტელთა ქისა„ -ს ფარგლებში ბავშვებს ასაკის მიხედვით ასაჩუქრებს საბავშვო სასაჩუქრე ყუთებით. აღინიშნა ისიც, რომ იგოეთის საბავშვო ბაღთან ურთიერთობას მომავალშიც გააგრძელებენ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031