12-07-2018
მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელობის კანდიდატის, კახა კახიშვილის განცხადებით, მთავრობაში იწყება ძირეული რეფორმები, მაგრამ ამავდროულად, მოსახლეობას სჭირდება სწრაფი ეფექტი.
მისივე თქმით, მთავრობის ადმინისტრაცია, პრემიერთან და მინისტრებთან ერთად მაქსიმალურად გააძლიერებს კოორდინაციას, რათა სიკეთე, რომელიც დაგეგმილია, ძალიან მოკლე დროში მიიღოს მოსახლეობამ.
„როგორც პრემიერ-მინისტრმა მოგახსენათ, მთავრობის ადმინისტრაციაში ვიქნები. უწყებებში იწყება და ზოგ შემთხვევაში დაწყებულია ძირეული რეფორმები, მაგრამ ამავდროულად, მოსახლეობას სჭირდება სწრაფი ეფექტი. ამიტომ ჩვენ მთავრობის ადმინისტრაციიდან, პრემიერ-მინისტრთან და მთავრობის წევრებთან ერთად, მაქსიმალურად გავაძლიერებთ კოორდინაციას იმისთვის, რომ ის სიკეთე, რომელიც დაგეგმილია და კეთდება, ძალიან მოკლე დროში მიიღოს და იგრძნოს მოსახლეობამ“ - განაცხადა კახიშვილმა.
18-12-2024