გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნინო ფოჩხუა გიორგი ვაშაძეზე: საკუთარ ბიოგრაფიას მიხედოს ამ უცოდინარმა უსამშობლო კაცმა, ყველაფერზე წამსვლელმა პოლიტიკაში დარჩენის სანაცვლოდ, მაგრამ 1%-საც ვერ ლახავს, მისი ბოლო კი პოლიტიკური სანაგვეა

3-10-2022

შეიცვალა ხელისუფლება და ჭიჭემაც არ დააყოვნა, პოროშენკოს გუნდში ჩაეწერა, იმ პოროშენკოსი, რომელსაც უკვე დაუდასტურდა რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობა. ამ დროს კი კობახიძე უნივერსიტეტში მოღვაწეობდა და უნივერსიტეტიდან მოვიდა ქართულ პოლიტიკაში - ასე ეხმიანება ექსპერტი ნინო ფოჩხუა ირაკლი კობახიძის შესახებ გაკეთებულ გიორგი ვაშაძის განცხადებას .

 

„ეს მართლა უსამშობლო და უღმერთო კაცი, რომელმაც პოლიტიკას შეაფარა თავი, აღარ ჩერდება, უკვე აბსურდამდეა მისული ყველა მისი გამოსვლა, ეტყობა კარგად ვერ გადახედა კობახიძის ისტორიას, თორემ ასეთ სისულელეებს არ იბჟუტურებდა. მისი კარიერა, კობახიძისგან განსხვავებით, 2003 წელს დაიწყო იმ გუნდთან ერთად, რომელმაც უფსკრულის პირას მიიყვანა ქვეყანა, გაიარა გზა უბრალო ინსპექტორის თანამდებობიდან, ადეიშვილის მოადგილეობამდე, წარმომიდგენია, რამდენ უკანონობაზე აქვს ხელი მოწერილი, (ადეიშვილი ტყუილად არავის იყენებდა გვერდით). შეიცვალა ხელისუფლება და ჭიჭემაც არ დააყოვნა, პოროშენკოს გუნდში ჩაეწერა, იმ პოროშენკოსი, რომელსაც უკვე დაუდასტურდა რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობა. ამ დროს კი კობახიძე უნივერსიტეტში მოღვაწეობდა და უნივერსიტეტიდან მოვიდა ქართულ პოლიტიკაში. ადეიშვილის და პოროშენკოს ხელის ბიჭი ვერ უნდა ბედავდეს კობახიძის კი არა, ვერავის რუსეთის აგენტად შერაცხვას. საკუთარ ბიოგრაფიას მიხედოს ამ უცოდინარმა უსამშობლო კაცმა, ყველაფერზე წამსვლელმა, პოლიტიკაში დარჩენის სანაცვლოდ, მაგრამ 1%-საც ვერ ლახავს, მისი ბოლო კი პოლიტიკური სანაგვეა“ - წერს ფოჩხუა facebook - ზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930