გაიგე განსხვავებული

შაბათი, მაისი 31, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მებაჟეებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული სიგარეტი გამოავლინეს

4-10-2022

3 სექტემბრიდან 4 ოქტომბრის ჩათვლით, საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სარფი", არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა.


ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური და კუთვნილი ბარგის, ასევე მათი მართვის ქვეშ არსებული ავტომანქანების, ეჭვის საფუძველზე, დეტალური დათვალიერების შედეგად, ჯამში -  29 560 ღერი, არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს.


საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ საქონელი და თითოეულს სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, ათას-ათასი ლარის ოდენობით შეეფარდათ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031