გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი ბიზნესასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა

4-10-2022

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბიზნესასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა. მთავრობის მეთაურმა ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან ქვეყანაში არსებული ეკონომიკური ვითარება მიმოიხილა.


აღინიშნა, რომ მსოფლიოში არსებული რთული ვითარებისა და პესიმისტური მოლოდინების ფონზე საქართველოს უპრეცედენტოდ მაღალი, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა აქვს.


პრემიერ-მინისტრის თქმით, მთავრობის მიერ გადადგმული ეფექტიანი და გონივრული ნაბიჯებით საქართველოს ეკონომიკა სწრაფად აღდგა და 2021 წელს ეკონომიკის რეალურმა ზრდამ 10.4% შეადგინა, 2022 წლის 8 თვის განმავლობაში კი, ეკონომიკური ზრდის 10,3% -იანი მაჩვენებელი ფიქსირდება.
ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა მთავრობისა და ბიზნესსექტორის თანამშრომლობის მნიშვნელობას და ბიზნესასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.


შეხვედრაზე ბიზნესასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ ასოციაციის ინდექსის მესამე კვარტალის შედეგები წარადგინა. შედეგები მკაფიოდ ასახავს ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკას. შეხვედრა დიალოგის რეჟიმში წარიმართა. ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებმა მათთვის აქტუალური და მნიშვნელოვანი კითხვები დასვეს.


შეხვედრას ესწრებოდნენ ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია და ბიზნესომბუდსმენი ოთარ დანელია.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930