გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მედიააკადემიაში ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ჟურნალისტებისთვის უორქშოპი ჩაატარა

5-10-2022

კომუნიკაციების კომისიის მედიააკადემიაში ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ ჟურნალისტებისთვის, პროდიუსერებისთვის და ტელეწამყვანებისთვის უორკშოპი ჩაატარა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ჟურნალისტებს საქართველოს მაკროეკონომიკურ ტენდენციებზე მიაწოდა ინფორმაცია. მედიის წარმომადგენლები ასევე ეროვნული ბანკის ფუნქციებს, სატრუქტურასა და ამოცანებს გაეცნენ. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა, სადაც განხილული იქნა ისეთი მნიშვნელოვანი თემები, როგორიცაა ინფლაცია, ვალუტის კურსი, საპროცენტო განაკვეთები და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.
 
გამომდინარე იქიდან, რომ ეკონომიკისა და ბიზნესის როლი ქვეყნის განვითარებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია, მედიააკადემიამ ჟურნალისტებს მისცა შესაძლებლობა, გაეღრმავებინათ პროფესიული საქმიანობისთვის აუცილებელი ცოდნა. სასწავლო პროცესის ფარგლებში, ჟურნალისტებმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტისგან ყველა საინტერესო კითხვაზე მიიღეს პასუხი, რაც მათ ყოველდღიურ საქმიანობაში დაეხმარებათ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930