გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზურაბ ქადაგიძე MKD-ის განცხადებაზე: რა საჭირო იყო თბილისში ჩამოსვლა, თუ ბანკი მზად იყო ფულის დასაბრუნებლად?! ესე იგი პოლიტიკური პირობა ქონდა

5-10-2022

 საკმაოდ ინფორმაციული და ვრცელი წერილია, სადაც დეტალურადაა აღწერილი სასამართლო დავის მიმდინარეობა და საქმის გარშემო არსებული ვითარება. საბოლოოდ ბიძინა ივანიშვილმა დავა უპირობოდ მოუგო შვეიცარიულ ბანკს და მისი ზიანის ანაზღაურება, სასამართლო ყველა ინსტანციის გავლის შემდეგ, სრულად მოხდება- წერს ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე „MKD“-ის მიერ გამოქვეყნებული პრეს-რელიზის შესახებ.

 

როგორც ანალიტიკოსი წერს აუცილებლადა აღსანიშნია, რომ ასეთი მასშტაბის სკანდალური საქმის გაშუქება არ მომხდარა მას-მედიითა და სხვა საშუალებებით, რაც გონივრულ ეჭვს იწვევს, რომ საქმე გასცდა იურიდიულ კონტექსტს. მისივე თქმით ეს დეტალები ცალსახად პროცესის პოლიტიკურ კონტექსტზე მიუთითებს და აშკარად იკვეთება გარკვეული ჯგუფების გავლენის მოპოვების მცდელობა ბიძინა ივანიშვილზე.

 

 

„საკმაოდ ინფორმაციული და ვრცელი წერილია, სადაც დეტალურადაა აღწერილი სასამართლო დავის მიმდინარეობა და საქმის გარშემო არსებული ვითარება. საბოლოოდ ბიძინა ივანიშვილმა დავა უპირობოდ მოუგო შვეიცარულ ბანკს და მისი ზიანის ანაზღაურება, სასამართლო ყველა ინსტანციის გავლის შემდეგ, სრულად მოხდება... თუმცა, იურიდიულ ნიუანსების გარდა მნიშვნელოვანია დეტალები, რომელიც აუცილებლადაა აღსანიშნი და ხაზგასასმელი:

 

  1. შვეიცარული ბანკის მხრიდან ბიძინა ივანიშვილის მიმართ არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულება იწყება 2008-2010 წლებიდან და გრძელდება ბანკის მენეჯმენტის მხრიდან არათანმიმდევრული, მიზანმიმართული დამაზიანებელი პროცესი, რაც გამოიხატება პროცესის და აღსრულების გაჭიანურების მცდელობით...

 

  1. სასამართლოთი დამტკიცდა ბანკის მენეჯმენტის მხრიდან არაკეთილსინდისიერი მოქმედება. აღსანიშნავია ის ფაქტი, როდესაც ბანკის ერთერთი ხელმძღვანელი საქართველოშიც კი მოდიოდა საკითხის გადასაჭრელად და ბოდიშის მოხდასაც აპირებდა შექმნილი ვითარების გამო, თუმცა ძალიან მალე პოზიციები შეიცვალა და ბანკის ძველი ხელმძღვანელების არაკეთილსინდისიერი ხაზი გააგრძელა. აქვე ერთი კითხვა- რა საჭირო იყო თბილისში ჩამოსვლა, თუ ბანკი მზად იყო ფულის დასაბრუნებლად?! ესე იგი პოლიტიკური პირობა ქონდა ...

 

  1. ბანკის ის ერთადერთი თანამშრომელი, რომელიც სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 5 წლიანი(საკმაოდ მცირეა ფინანსური დანაშაულისათვის.) პატიმრობა მიუსაჯა, დროზე ადრე გათავისუფლდა და გარკვეული პერიოდის მერე გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა...

 

  1. ასეთი მასშტაბის სკანდალური საქმის გაშუქება არ მომხდარა მას-მედიითა და სხვა საშუალებებით, რაც გონივრულ ეჭვებს იწვევდა და იწვევს, რომ საქმე გასცდა იურიდიულ კონტექსტს... ეს მცირე ჩამონათვალია იმ დეტალებისა, რაც ცალსახად პროცესის პოლიტიკურ კონტექსტზე მიუთითებს და აშკარად იკვეთება გარკვეული ჯგუფების გავლენის მოპოვების მცდელობა ბიძინა ივანიშვილზე... ერთიც, ჩვენი "საამაყო კრიტ-მედია" არც კი იმჩნევს ამ ამბავს და ისევ "ფეიკ-ნიუსებით" საზრდოობს...“- წერს ქადაგიძე Facebook-ზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930