გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გია აბაშიძე: Credit Suisse-ზე-მთავარი მოწმის გაქრობა სპეცსამსახურის ხელწერაა

5-10-2022

„ცხადია, საბანკო სექტორისა და ქვეყნის იმიჯის შებღალვა არცერთი ხელისუფლებისა თუ ბიზნესელიტის ინტერესებშია. თუმცა, ეს შეზღუდვა ტრაგიკომიკურია და დროებითია“- ასე გამოეხმაურა ანალიტიკოსი გია აბაშიძე იურიდიული ფირმა „MKD“-ის პრეს-რელიზს.

 

მისი თქმით შვეიცარიული „კრედიტ სუისის“ ორკესტრირებული მეგათაღლითობა ყველა ზღვარს გასცდა.

 

„ამგვარ დაუჯერებელ ამბებს რომანში ანდა ფილმში თუ წააწყდები. თუმცა, რეალურად ხდება. შვეიცარიული „კრედიტ სუისის“ ორკესტრირებული მეგათაღლითობა ყველა ზღვარს გასცდა. ძალიან საყურადღებოა ის ფაქტი, რომ ის ერთადერთი თანამშრომელი, რომელსაც ბრალი დასდეს მრავალწლიან და მილიარდიან დანაშაულში, მხოლოდ ხუთწლიანი სასჯელით შემოფარგლა. იგი "ობიექტურმა და სამართლიანმა" შვეიცარიულმა მართლმსაჯულებამ ვადაზე ადრე გაათავისუფლა. თუმცა, სამოქალაქო დავების არსებითი განხილვის დაწყებამდე ვადაზე ადრე გათავისუფლებულმა პატრის ლესკადრონმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. სპეცსამსახურების ხელწერა აშკარაა.

 

"თვითმკვლელობის" ამ ზღაპარს ვერცერთი საღად მოაზროვნე დაიჯერებს. სასამართლო დავებს ავტორიტეტული საერთაშორისო მედია დიდ ყურადღებას უთმობს და აშუქებს სიმართლეს. მათგან განსხვავებით, საქართველოს ვითომ კრიტიკული მედია, რეალურად სააკაშვილის ომის პარტიის დღის წესრიგზე მორგებული, ამ თემას არ იმჩნევს. მიზეზი საყოველთაოდ ცნობილია - ამ საქმეშიც მოგებული ბიძინა ივანიშვილი დადებითი კუთხით როგორ უნდა გაშუქდეს? "ნაცების" ნარატივით, მან ყველაფერი "მიიტაცა". საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილება 2023 წლამდე არ იქნება ხელმისაწვდომი. ამის მიუხედავად, პროცესებზე ერთ დროს სანდო იმიჯის მქონე „კრედიტ სუისს“ იმდენად სუსტი არგუმენტები აქვს, რომ ასეთს იურიდიული ფაკულტეტის ოროსანი სტუდენტიც კი ვერ გაბედავდა. შესაბამისად, იქმნება პოზიტიური გადაწყვეტილების ობიექტური მოლოდინი. აშკარაა, რომ „კრედიტ სუისი“ და სხვა პოლიტიკური აქტორები მაქსიმალურად ცდილობენ შვეიცარიულ მედიაში ბიძინა ივანიშვილის პოზიციის დაფიქსირების ცენზურას. ცხადია, საბანკო სექტორისა და ქვეყნის იმიჯის შებღალვა არცერთი ხელისუფლებისა თუ ბიზნესელიტის ინტერესებშია. თუმცა, ეს შეზღუდვა ტრაგიკომიკურია და დროებითია. თანამედროვე ციფრული მედიის პირობებში არაფერი იმალება“- წერს აბაშიძე Facebook-ზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930