გაიგე განსხვავებული

შაბათი, მაისი 31, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პარლამენტმა გენრიეტა წიწავას პარლამენტის წევრის უფლებამოსილება ცნო

5-10-2022

საქართველოს პარლამენტმა გენრიეტა წიწავას პარლამენტის წევრის უფლებამოსილება ცნო 88 ხმით, პარლამენტმა გენრიეტა წიწავას პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის საკითხს მხარი დაუჭირა.საქართველოს პარლამენტმა გენრიეტა წიწავას პარლამენტის წევრის უფლებამოსილება ცნო 88 ხმით, პარლამენტმა გენრიეტა წიწავას პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის საკითხს მხარი დაუჭირა.
  
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა პლენარულ სხდომაზე კოლეგებს კომიტეტის მიერ შემუშავებული დადგენილების პროექტი გააცნო.
  
„საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა განიხილა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ მოწოდებული მასალები საქართველოს პარლამენტის გამოკლებული წევრის, თამარ ტალიაშვილის ადგილმონაცვლის, გენრიეტა წიწავას პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის თაობაზე. კომიტეტს მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ პარლამენტის მიერ ცნობილ იქნას გენრიეტა წიწავას პარლამენტის წევრის უფლებამოსილება", - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
  
აღნიშნულ საკითხს პარლამენტის წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031