გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მარიამ ქვრივიშვილი: 2022 წლის იანვარ-აგვისტოში ტურიზმიდან შემოსავლებმა 2.1 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 94.6%-იანი აღდგენაა

5-10-2022

„ტურიზმის სექტორთან ერთად შევაჯამეთ მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში ტურიზმისა და ავიაციის ინდუსტრიის აღდგენის დინამიკა - გვაქვს საკმაოდ წარმატებული აღდგენა ორივე სექტორში, განსაკუთრებით, გამოკვეთილია ის შემოსავლები, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ მიიღო ტურიზმის ინდუსტრიიდან - ეს არის 2,1 მილიარდი ამერიკული დოლარი, რაც ჯამში, ნიშნავს  94% იან აღდგენას  2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით" - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოს ტურიზმისა და ავიაციის ინდუსტრიის მიმდინარე წლის ანგარიშის პრეზენტაციის დასრულების შემდეგ მედიის წარმომადგენლებთან განაცხადა. 


მისი თქმით,  განსაკუთრებით კარგი მონაცემებია 2022 წლის  აგვისტოსა და ივლისში, როდესაც არამხოლოდ აღდგა  შემოსავლები  2019 წელთან ანუ იმ წელთან შედარებით, როცა  ტურიზმი იყო ყველაზე მაღალ ნიშნულზე, არამედ გაუმჯობესდა ორივე თვის მაჩვენებლები  საშუალოდ 20 % ით. 
„ძალიან დადებითი დინამიკა შეინიშნება ღამის თევების რაოდენობის ზრდაში, ასევე გაზრდილია საშუალო დანახარჯი და სწორედ ამიტომაც ხდება, რომ შედარებით ნაკლები რაოდენობის ტურისტი ხარჯავს უფრო მეტს ჩვენ ქვეყანაში. ასევე ვისაუბრეთ იმ რეგიონებისა და იმ ქმედებების შესახებ, რომელსაც ახორციელებენ ტურისტები - ანუ სად მოგზაურობენ, რატომ მოგზაურობენ და რა მიზნები აქვთ. კერძო სექტორს ასევე გავაცანით ძალიან საინტერესო ანალიტიკა, რომელსაც მუდმივად ვიღებთ ჩვენი პარტნიორი „მასტერ ქარდის" მხრიდან, რითიც კერძო სექტორს ჰქონდა შესაძლებლობა,  უფრო მეტი ინფორმაცია მიეღო მათი სტრატეგიული სამიზნე ქვეყნებიდან ჩამოსული ტურისტების შესახებ.  რა თქმა უნდა, ასევე საუბარი შეეხო ავიაციის ინდუსტრიას, რომელსაც ძალიან დიდი როლი აქვს ტურიზმის სექტორში" - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა. 


მინისტრის მოადგილის განცხადებით, შეიძლება ითქვას, რომ ავიაციის კუთხით, ფაქტობრივად თითქმის სრულად აღდგა ავიაციის ინდუსტრია საქართველოში 
„თუ შევადარებთ 2019 წელს,  მნიშვნელოვანია რომ მზარდია ახალი კომპანიების შემოსვლა  ქვეყანაში და განსაკუთრებით მზარდია პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა ევროპის მიმართულებით, ასევე სპარსეთის ყურის მიმართულებით, რასაც თავისი პირდაპირი დადებითი გავლენა აქვს ტურიზმის შემოსავლებსა და ტურიზმის აღდგენის დინამიკაზე. მოლოდინები გვაქვს საკმაოდ პოზიტიური, ეს დამყარებულია იმ არსებულ ციფრებზე და იმ  ჯავშნებზე, რომელიც კერძო სექტორს აქვს. გარდა ამისა, ეს  მოლოდინები დაფუძნებულია ავიაციის ინდუსტრიაზეც ანუ იმ სიხშირეებზე , რასაც ჩვენ ველოდებით ზამთრის სეზონზე. შესაბამისად,  მოლოდინი გვაქვს, რომ ის კარგი და ჯანსაღი პოზიტიური აღდგენის დინამიკა, რომელიც  გვქონდა ზაფხულის სეზონზე, ზამთრის სეზონზეც შენარჩუნდება" - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930