გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
იენს სტოლტენბერგი: საქართველო ალიანსის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პარტნიორი და სანდო მეგობარია

12-07-2018

ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ნატო-სა და საქართველოს შორის პარტნიორობა მზარდია.

მისივე თქმით, საქართველო ალიანსის წევრი გახდება.

ამის შესახებ სტოლტენბერგმა ბრიუსელში, გიორგი მარგველაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

„10 წელი გავიდა საქართველო-ნატო-ს კომისიის პირველი შეხვედრის შემდეგ. ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენი პარტნიორობა მზარდად მჭიდრო გახდა. ნატო-ს ურთიერთობა საქართველოსთან უნიკალურია. საქართველო ალიანსის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პარტნიორი და სანდო მეგობარია. ჩვენ საქართველოს მადლობელი ვართ ავღანეთის მისიაში წვლილის შეტანისთვის და იმ მსხვერპლისთვის, რომელიც ქართველმა ხალხმა გაიღო ჩვენი საერთო უსაფრთხოებისთვის. ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. საქართველო გახდება ნატო-ს წევრი. ალიანსის ლიდერებმა ეს გუშინ დაადასტურეს. ჩვენ განვაგრძობთ საქართველოს მომზადებას წევრობისთვის.

ჩვენთვის შთამბეჭდავია თქვენი პროგრესი რეფორმებში. საქართველო-ნატო-ს არსებითი პაკეტი იმუშავებს თქვენი ქვეყნის თავდაცვის ამაღლებაზე. მე მოხარული ვარ, რომ ჩვენ ვთანამშრომლობთ როგორც ნატოს სასწავლო ცენტრში პოლონეთში, აგრეთვე ნატო-საქართველოს ერთობლივ სასაწავლო ცენტრში, თბილისში.

მე  ასევე მადლობა მინდა გადაგიხადოთ სტრატეგიული მხარდაჭერისთვის შავი ზღვის რეგიონში.  ნატო მხარს უჭერს საქართველოს დამოუკიდებლობას, ტერიტორიულ მთლიანობას, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, რომელიც შეიცავს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს“- განაცხადა სტოლტენბერგმა.

 

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031