გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი: ძალზედ პროდუქტიული შეხვედრა მქონდა ურსულა ფონ დერ ლეიენთან ევროპის კონტინენტზე უსაფრთხოების მომავალთან დაკავშირებით

7-10-2022

ძალზედ პროდუქტიული შეხვედრა მქონდა ურსულა ფონ დერ ლეიენთან ევროპის კონტინენტზე უსაფრთხოების მომავალთან დაკავშირებით, ამის შესახებ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროკომისიის პრეზიდენტთან, ურსულა ფონ დერ ლეიენთან შეხევდრის შესახებ თავის "ტვიტერის" გვერდზე წერს.

 
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მადლობას  უხდის  ევროკომისიის პრეზიდენტს და ევროკომისიას რეფორმების იმპლემენტაციის პროცესში საქართველოს დახმარებისთვის, რამაც უნდა უზრუნველყოს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება.  


"ძალზედ პროდუქტიული შეხვედრა მქონდა ურსულა ფონ დერ ლეიენთან ევროპის კონტინენტზე უსაფრთხოების მომავალთან დაკავშირებით. 
მადლობას ვუხდი ევროკომისიას, კანდიდატის სტატუსის მისაღებად საჭირო რეფორმების იმპლემენტაციის პროცესში საქართველოს დახმარებისთვის. საქართველო ერთგულია ევროპული მომავლის," - წერს პრემიერი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728