გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ურსულა ფონ დერ ლაიენი: გვსურს, რომ საქართველო დაწინაურდეს და წარმატება ჰქონდეს ევროკავშირის გზაზე

7-10-2022

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას სოციალურ ქსელ "ტვიტერში" ეხმაურება.


ურსულა ფონ დერ ლაიენი აღნიშნავს, რომ ევროკავშირი საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ერთგულია და სურს, რომ საქართველო დაწინაურდეს და წარმატება ჰქონდეს ევროკავშირის გზაზე.


"კარგი შეხვედრა მქონდა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან.


ევროკავშირი ერთგული რჩება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.


ასევე გვსურს, რომ საქართველო დაწინაურდეს და წარმატება ჰქონდეს ევროკავშირის გზაზე.  რეფორმების ფარგლებში განხორციელებული ძალისხმევა უნდა შენარჩუნდეს.


ევროკომისია მზადაა, მხარი დაუჭიროს ამ პროცესს",-წერს ევროკომისიის პრეზიდენტი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728