7-10-2022
,,პრაღის სამიტი! ევროპის ლიდერების შეხვედრა და თანათავმჯდომარედ, საქართველოს პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი,” - ასე ეხმიანება ,,ხალხის ძალის” წევრი ზურაბ ქადაგიძე მიმდინარე სამიტს.
როგორც ქადაგიძე წერს, საქართველო თავისი მდგომარეობითა და გეოპოლიტიკური როლით დღეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მსოფლიოსათვის.
,,პრაღის სამიტი! ევროპის ლიდერების შეხვედრა და თანათავმჯდომარედ, საქართველოს პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი. დისკუსია-მშვიდობა და უსაფრთხოება. ერთი, რომ საქართველოს მნიშვნელობა, როგორც გლობალური მოთამაშის რანგში გაზრდილია და განსაკუთრებითი მნიშვნელობა გააჩნია... მეორე, რომ არსებული რეგიონული კრიზისის დროს კავკასიის გულის- საქართველოს, როგორც "მშვიდობის კუნძულის" როლი უპრეცედენტოდ აქტუალურია უსაფრთხოების თვალსაზრისით... მოკლედ, საქართველო თავისი მდგომარეობითა და გეოპოლიტიკური როლით დღეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მსოფლიოსათვის... დიდი ალბათობით ჩვენი რადიკალური ოპოზიცია არც ამ ფაქტს შეიმჩნევს და გააგრძელებს იმის მტკიცებას,რომ საქართველო დასავლურ რადარებზე აღარ ჩანს...ანუ საკუთარი საცოდაობის აღიარებას, არშემჩნევით გაამართლებს,” - წერს ქადაგიძე.
16-11-2024
16-11-2024