გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გია ვოლსკი: ივანიშვილი ის პიროვნება არაა, რომელიც ნებისმიერი ოდენობის თანხის გამო რაიმე პოლიტიკურ გარიგებაზე შეიძლება წავიდეს, თუკი ასეთი იქნება შეთავაზებული საქართველოს ინტერესების ხარჯზე - ეს არის მთავარი ფორმულა

6-10-2022

ბიძინა ივანიშვილი ის პიროვნება არ არის, რომელიც ნებისმიერი ოდენობის თანხის გამო რაიმე პოლიტიკურ გარიგებაზე შეიძლება წავიდეს, თუკი ასეთი იქნება შეთავაზებული საქართველოს ინტერესების ხარჯზე - ეს არის მთავარი ფორმულა! - აღნიშნული განცხადება ჟურნალისტებთან “ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ გააკეთა.


მისივე თქმით, Credit Suisse-მა საკუთარი რეპუტაცია არა მხოლოდ დააზიანა, არამედ მთელ შვეიცარიულ საბანკო სისტემის რეპუტაციას უშველებელი დარტყმა მიაყენა.


“საგანგებოდ უნდა აღინიშნოს, რომ Credit Suisse-მა ევროპარლამენტის დადგენილებით - ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ აბსოლუტურად უსაფუძვლო და უტიფარი შინაარსის მქონე რეზოლუციით იხელმძღვანელა. ამით სამართლებრივ სივრცეში არსებულ დავას ბანკმა პოლიტიკური სარჩული დაუდო. აქაც ეჭვები წარმოიშვა, თუ ვისგან და როგორ მოდის დაზიანების ეს ხარისხი“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.


შეგახსენებთ, რომ იურიდიული ფირმა „ემ ქეი დი“-ს ცნობით, ივანიშვილის საქმის არსებითი განხილვები სინგაპურის საერთაშორისო კომერციულ სასამართლოში 5-23 სექტემბრის პერიოდში მიმდინარეობდა. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ზეპირი მოსმენების ფარგლებში, მოხდა თავად მთავარი მოსარჩელის, ბიძინა ივანიშვილის გამოკითხვაც.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930