7-10-2022
საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონის პროექტით, ბიუჯეტი სოფლის მეურნეობის სექტორში, 15.7%-ით გაზრდილია. რაც ითვალისწინებს გადამმუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის ბიუჯეტის ზრდასაც.
აღნიშნული მიმართულებებით მნიშვნელოვანია გაგრძელდეს ბოლო წლების ტენდენცია, რაც ქვეყანაში გადამმუშავებელი და შემნახველი სექტორის განვითარების ხელშეწყობას გულისხმობს.
2014 წლიდან დღემდე, სახელმწიფოს ხელშეწყობით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში 216 გადამმუშავებელი და შემნახველი საწარმოს შექმნა დაფინანსდა. მათ შორის, 82 გადამმუშავებელი საწარმოა, რომელთა ინვესტიციის ოდენობამ 112,188,312 ლარიშეადგინა, საიდანაც სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსება 38,981,622 ლარია. რაც შეეხება შემნახველი საწარმოებს, დაფინანსებულია 134 საწარმო; ინვესტიციის ოდენობამ 175,803,511 ლარიშეადგინა, საიდანაც სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსებაა 66,476,680 ლარია.
16-11-2024
16-11-2024