გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თეა წულუკიანი: ჩნდება სერიოზული კითხვები, არის თუ არა ეს სასამართლო დავა და ხომ არ არის რაღაც ტიპის გადაკიდება ბანკის მხრიდან ერთ კონკრეტულ ადამიანზე

7-10-2022

რა თქმა უნდა ჩნდება სერიოზული კითხვები, არის თუ არა ეს სასამართლო დავა და ხომ არ არის რაღაც ტიპის გადაკიდება ბანკის მხრიდან ერთ კონკრეტულ ადამიანზე რაღაც მიზეზის გამო? თითქოს ბურუსით მოცული და შავბნელი საქმეა. როდესაც ბიძინა ივანიშვილმა გაგვაერთიანა დაქსაქსული ძალები გაგვაერთიანა, მას პირადად აქვს ჩვენთვის ნაამბობი, თუ რა იყო ის წყალგამყოფები, რის შემდეგ მან ხელი ჩაიქნია სააკაშვილზე, მის გუნდზე და დარწმუნდა, რომ ისინი ქვეყნის კი არა, საკუთარი ინტერესებით მოქმედებდნენ და ჩამოყალიბდნენ ბოროტმოქმედებად, - ამის შესახებ კულტურის მინისტრმა და ვიცე-პრემიერმა, თეა წულუკიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.


„ეს იყო 2007 წელი, რის მერეც ბიძინა ივანიშვილმა საბოლოოდ უარი თქვა ამ პოლიტიკური ძალის დახმარებაზე, იმიტომ, რომ მისთვის სახელმწიფოსა და ქვეყნის ინტერესი იყო მთავარი და როგორც კი მან დაინახა, რომ ეს ძალა აღარ ემსახურებოდა ხალხისა და ქვეყნის ინტერესებს, მათთვის ხელის შეწყობაზე უარი თქვა. სწორედ ემთხვევა და ეს აჩენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან კითხვას ბიძინა ივანიშვილსა და „კრედიტ სუისს“ შორს დავაში - რატომ იყო სწორედ 2008 წლიდან ბანკის მიერ საკუთარი კლიენტის ძარცვა. ასევე კითხვას აჩენს ის, რატომ იყო გაყალბებული არაერთი დოკუმენტი მრავალი წლის მანძილზე და რატომ მიეწოდებოდა კლიენტს აბსოლუტურად სხვა ინფორმაცია. ასევე როგორ აღმოაჩინა მან თვითონვე შემთხვევით, როცა თანხის გადარიცხვა გადაწყვიტა სხვაგან, რომ ანგარიშზე არ იყო ის თანხა, რამდენიც მას იქ ჰქონდა განთავსებული. ეს ყველაფერი, საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე, დეტალურად აღწერილია ივანიშვილის ადვოკატების სხვადასხვა განცხადებაში“, - განაცხადა წულუკიანმა.


მისივე თქმით, ასევე ეჭვს იწვევს ის ფაქტი, რომ მიუხედავად ივანიშვილის გამარჯვებისა ბანკის წინააღმდეგ, ის თანხა, რომელიც მას ეკუთვნის, დღემდე არ არის გადმორიცხული.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930