გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
SOLO-ს მხარდაჭერით SITUATIONIST -ი პარიზის მოდის კვირეულზე წარსდგა

7-10-2022

ქართული ბრენდი- SITUATIONIST-ი პარიზის მოდის კვირეულზე SOLO-ს მხარდაჭერით წარსდგა. 2023 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციის ჩვენება ამჯერად ციფრული ფორმატით გაიმართა.


„კოლექციაზე მუშაობის პროცესში შევეცადეთ  ხელახლა გამოგვეყენებინა ის სილუეტები, რომლებიც თავიდანვე ჩაიდო ბრენდის დნმ-ში. ჩვენ გავაერთიანეთ SITUATIONIST-ის ყველაზე პოპულარული სილუეტები და თავი მოვუყარეთ ჟურნალში.ახალი კოლექციის შექმნისას სწორედ ეს ნიმუშები გამოვიყენეთ. ჩვენი სურვილია, ნებისმიერ ადამიანს მივცეთ SITUATIONIST-ის საფირმო ფორმებისა და კონსტრუქციების გამოყენების შესაძლებლობა, რათა მათ ამ ნიმუშების შეცვლა და სათანადოდ მორგება, საყვარელი ქსოვილის, დეტალებისა და ფორმების დამატება შეძლონ“, - ამბობს SITUATIONIST-ის კრეატიული დირექტორი, ირაკლი რუსაძე.


SITUATIONIST-ი, პარიზის მოდის კვირეულზე უკვე მეხუთედ იყო წარმოდგენილი.ახალ სეზონზე ირაკლი რუსაძემ ძველი ქსოვილების გამოიყენება შეძლო, მათ შორის, თბილისში აღმოჩენილი 1980-იანი წლების აბრეშუმის. ამ კოლექციის კლასიკური კოსტიუმები კერვის ტრადიციული პროცესების დაცვით შეიქმნა. როგორც SITUATIONIST-ის ყველა კოლექციაში, აქაც, ყველა ნაქსოვი ხელით, უახლესი ტექნიკების გამოყენებით არის შესრულებული, რაც მათ ხელწერას წარმოადგენს.


ახალი კოლექციის წინასწარი შეკვეთა ექსკლუზიურად SOLO-ს მომხმარებლებისთვის 15 ოქტომბრიდან დაიწყება. SOLO-ს და WM-ის მომხმარებლები 30%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ.

კოლექციის ნახვამოცემულ ბმულზეა შესაძლებელი: https://bit.ly/3Eqrv0G


ინფორმაციისთვის, SITUATIONIST-ი მოდის სამყაროში ერთერთ უდიდეს და უმნიშვნელოვანეს ღონისძიებაზე პირველად 2020 წელს მოხვდა, სადაც დიზაინერმა ირაკლი რუსაძემ 2021 წლის გაზაფხული-ზაფხულის ახალი კოლექცია წარმოადგინა.


SITUATIONIST-ისდიზაინერებმა ირაკლი რუსაძემ და დავით გიორგაძემბრენდი 2015 წელს შექმნეს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930