გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თსუ-ში საერთაშორისო კონფერენცია - ,,თბილისი 2022: ინსულტის პრევენცია, დიაგნოსტიკადა მკურნალობა”მიმდინარეობს

8-10-2022

ინსულტის დარგში მოღვაწე მსოფლიოს გამოჩენილი მკვლევრები და პრაქტიკოსები დასავლეთ, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან, კანადიდან, ისრაელიდან, საქართველოსა და სამეზობელო ქვეყნებიდან მონაწილეობენ მე-8 რეგიონულ კონფერენციაში ,,თბილისი 2022: ინსულტის პრევენცია, დიაგნოსტიკა და მკურნალობა”. კონფერენცია ინსულტის მსოფლიო ორგანიზაციის (World Stroke Organization, WSO) ეგიდით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ინსულტის ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა.


,,კონფერენციაზე, რომლის ერთ-ერთი ორგანიზატორია თსუ, ბევრი უცხოელი პროფესორი, მკვლევარი მონაწილეობს, რომელიც წარმატებით მუშაობს ინსულტის პრობლემებზე. სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული ამ სფეროს წამყვანი კლინიკოსები, მეცნიერები, პრაქტიკოსებიქართველ კოლეგებთან ერთად განიხლავენ ინსულტის პრევენციისა და მკურნალობის უახლეს მეთოდებს. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებიც მონაწილეობენ კონფერენციაში და ეცნობიან ამ დარგის უახლეს მიღწევებს,“-  აღნიშნა თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ.


შეხვედრის ძირითადი მიზანია ინსულტის პრევენციის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედროვე სამეცნიერო კონცეფციებისა და პრაქტიკული მოსაზრებების გაცვლა. შეხვედრის სამიზნე აუდიტორიაა: ნეირომეცნიერები, ნევროლოგები, ინსულტის სპეციალისტები, ასევე ნეიროქირურგები, სისხლძარღვთა ქირურგები, რადიოლოგები და ზოგადი პრაქტიკოსები.


მსგავსი მიმართულების კონფერენციის საქართველოში გამართვის მნიშვნელობაზე ისაუბრა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნუნუ მიცკევიჩმა. მისი თქმით, „საერთაშორისო კონფერენცია ცნობილი მეცნიერების, ახალგაზრდა მკვლევრებისთვის საუკეთესო შესაძლებლობაა ურთიერთობის გაფართოების, თანამშრომლობის, სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით, ჰორიზონტი ევროპის ჩარჩო პროგრამის ფარგლებში ახალი კონსორციუმების ჩამოყალიბების და სამეცნიერო საგრანტო კონკურსებში კიდევ ერთი წარმატებისთვის.“


თსუ მედიცინის ფაკულტეტის ნევროლოგიისა და ნეიროქირურგიის დეპარტამეტის ხელმძღვანელის, პროფესორ ალექსანდრე ცისკარიძის თქმით, ინსულტის საერთაშორისო კონფერენციების რუკაზე თბილისი 2000 წელს გამოჩნდა და მას შემდეგ იგი ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო და პრესტიჟულ კონფერენციად ითვლება ინსულტის სპეციალისტებისა და ნევროლოგების საზოგადოებაში. „კონფერენციის პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესოა, რადგან ის მოიცავს როგორც სამეცნიერო, ისე საგანმანათლებლო ნაწილს. ამიტომაც საინტერესოა რეზიდენტებისთვისაც, სტუდენტებისთვისაც, ცხადია, ექიმ-პროფესიონალებისთვის. ამ კონფერენციიების წარმატებით ჩატარება ხელს შეუწყობს ჩვენი ექიმების, ახალგაზრდა ექიმების განათლებას, ახალი ცოდნის მიღებას, რაც, ცხადია, აისახება ინსულტის მქონე პაციენტების რაოდენობის შემცირებაზე. აქ საუბარია დაავადების ადეკვატურ პრევენციაზე, მკურნალობის ეფექტურ  საშუალებებზე. ეს თავისთავად დაეხმარება ჩვენს პაციენტებს უმძიმესი დავადების - ინსულტის წინააღმდეგ ბრძოლაში,“-აღნიშნა ალექსანდრე ცისკარიძემ.


კონფერენციის მაღალი რანგის დასტურია მასში WSO-ს და ევროპის ინსულტის  ორგანიზაციის ჩართულობა. შეხვედრის ძირითადი მიზანია ინსულტის პრევენციის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედროვე სამეცნიერო კონცეფციებისა და პრაქტიკული მოსაზრებების გაცვლა. დარგის განვითარებაში ქართველი ნეიროქირურგებისა და ინსულტის სპეციალისტების წვლილზე ისაუბა ინსულტის მსოფლიო ორგანიზაციის ყოფილმა პრეზიდენტმა, ლუნდის (შვედეთი) უნივერსიტეტის პროფესორმა ბო ნორვინგმა. მისი თქმით, ქართველი სპეციალისტების  ჩართულობა, მათი ხედვა, მუშაობა, გამოცდილება არის ძალიან საინტერესო, თანამედროვე  და მნიშველოვანი. ,,უკვე მეოთხედ ვესწრებიკონფერენციებს თბილისში. ამ ოცი წლის განმავლობაში ჩვენ ვიხილეთ გასაოცარი განვითარება  ინსულტის სპეციალისტთა გაერთიანებამ დიდი შრომა გასწია. მათი მიდგომები არის ეფექტური. ევროპულ ქვეყნებს შორის საქართველოს ინსულტის ასოციაცია გახდა საერთაშორისო დონის, ვინაიდან დიდი წინსვლა შეინიშნება ამ მიმართულებით, გაწეული სამუშაო არის მართლაც შთამბეჭდავი,“- განაცხადა ბონორვინგმა.

 

კონფერენცია, რომელიც დააფინანსა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა, ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება და მონაწილეებს საშუალება ექნებათ გაუზიარონ გამოცდილება კოლეგებს, ასევე ჩაერთონ დისკუსიაში და გაეცნონ დარგში მიმდინარე  სიახლეებს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930