გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლევან ნიკოლეიშვილი ხაზარაძეზე: ბიძინა ივანიშვილის საქვეყნო მნიშვნელობის პროექტებში ბევრი ჩვენი მოქალაქეა დასაქმებული და შესაბამისად, გადასახადებიც შედის სახელმწიფო ბიუჯეტში

8-10-2022

საქართველოში დახარჯული ნებისმიერი თანხა, რომელიც დამატებით ღირებულებას ქმნის, მშპ-ის ნაწილია, მათ შორის ბატონი ბიძინა ივანიშვილის, რომელიც მისი კაპიტალის მნიშვნელოვან ნაწილს სწორედ საქართველოში ხარჯავს- წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი მამუკა ხაზარაძის ფეისბუქ სტატუსზე, რომელიც თავის მხრივ თავდაცვის მინისტრის განცხადებას გამოეხმაურა.

 

მისი თქმით საქვეყნო მნიშვნელობის პროექტებში ბევრი ჩვენი მოქალაქეა დასაქმებული, შესაბამისად, გადასახადებიც შედის სახელმწიფო ბიუჯეტში, რომელიც ჩვენი მოქალაქეებისთვის ჯანდაცვის, სოციალური მხარდაჭერის და სხვა მნიშვნელოვან სერვისებს უზრუნველყოფს. სწორედ ამიტომ არის აღნიშნული კაპიტალი მთლიანი შიდა პროდუქტის ნაწილი და ეს ყველაფერი წესით უნდა იცოდეს მევახშე მამუკამ.

 

“გუშინ თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძის კომენტარს, რომელშიც ის ბიძინა ივანიშვილის კაპიტალს საქართველოს მთლიანი შიდა პრუდუქტის ნაწილად მოიაზრებს, ცინიკური გამოხმაურება მოჰყვა მევახშე ხაძარაძისგან. როგორც ჩანს, ქართველი ხალხის მძარცველმა არ იცის, რომ საქართველოში დახარჯული ნებისმიერი თანხა, რომელიც დამატებით ღირებულებას ქმნის, მშპ-ის ნაწილია, მათ შორის ბატონი ბიძინა ივანიშვილის, რომელიც მისი კაპიტალის მნიშვნელოვან ნაწილს სწორედ საქართველოში ხარჯავს. საქვეყნო მნიშვნელობის პროექტებში ბევრი ჩვენი მოქალაქეა დასაქმებული, მათ დაგეგმარებასა და შესრულებაში არაერთი ქართული კომპანია მუშაობს და შესაბამისად, გადასახადებიც შედის სახელმწიფო ბიუჯეტში, რომელიც ჩვენი მოქალაქეებისთვის ჯანდაცვის, სოციალური მხარდაჭერის და სხვა მნიშვნელოვან სერვისებს უზრუნველყოფს. სწორედ ამიტომ არის აღნიშნული კაპიტალი მთლიანი შიდა პროდუქტის ნაწილი და ეს ყველაფერი წესით უნდა იცოდეს მევახშე მამუკამ. საინტერესოა, თავად თუ იყო ოდესმე მსგავსი საქვეყნო საქმეებით დაკავებული და თუ მოიაზრებდა მის კაპიტალს მთლიანი შიდა პროდუქტის ნაწილად? ცხადია არა, მას ხომ ხალხის ძარცვის მეტი არაფერი გაუკეთებია”- წერს ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031