გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გია აბაშიძე: რაც მეტად ცდილობენ ბიძინა ივანიშვილის მეცენატობაზე დეზინფორმაციის ფრქვევას, მით უფრო მტკივნეულია საზოგადოების "ფოცხის ტარი" ღალატის პარტიის მავნე პროპაგანდისთვის

8-10-2022

საქართველოში მეხუთე კოლონის წარმომადგენლები ვერაფრით შეეგუენ იმ მრავალწლიან მოცემულობას, რომ ივანიშვილების მასშტაბური ქველმოქმედება უანგაროდ ემსახურება ჩვენს ხალხს. რამდენჯერაც სცადეს სააკაშვილის რევანშისტებმა ფონდი "ქართუს" სიკეთეებზე ტყუილების გავრცელება, იმდენჯერ მოხვდათ "ფოცხის ტარი შუბლში" - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი გია აბაშიძე წერს.

 

როგორც აბაშიძე აღნიშნავს, რაც მეტად ცდილობენ ბიძინა ივანიშვილის მეცენატობაზე დეზინფორმაციის ფრქვევას, მით უფრო მტკივნეულია საზოგადოების "ფოცხის ტარი" ღალატის პარტიის მავნე პროპაგანდისთვის.

 

„საქართველოში მეხუთე კოლონის წარმომადგენლები ვერაფრით შეეგუენ იმ მრავალწლიან მოცემულობას, რომ ივანიშვილების მასშტაბური ქველმოქმედება უანგაროდ ემსახურება ჩვენს ხალხს. რამდენჯერაც სცადეს სააკაშვილის რევანშისტებმა ფონდი "ქართუს" სიკეთეებზე ტყუილების გავრცელება, იმდენჯერ მოხვდათ "ფოცხის ტარი შუბლში". რაც მეტად ცდილობენ ბიძინა ივანიშვილის მეცენატობაზე დეზინფორმაციის ფრქვევას, მით უფრო მტკივნეულია საზოგადოების "ფოცხის ტარი" ღალატის პარტიის მავნე პროპაგანდისთვის. მთელს მსოფლიოში მეცნიერები მუშაობენ Covid-19 ვირუსის წინააღმდეგ სამკურნალო საშუალების შესაქმნელად. ამ პროცესს არ ჩამორჩნენ ქართველი მეცნიერებიც. არსებობს ძალზედ პერსპექტიული ანტივირუსული მცენარეული პრეპარატი, რომლის ავტორია ქართველი მეცნიერი ალექსანდრე თავართქილაძე.

 

თამამად შეიძლება ითქვას, რომ მის მიერ შექმნილი პრეპარატი „სულაჟერი“ მაღალეფექტურია როგორც Covid-19-ის, ასევე სხვა ტიპის ვირუსებთან მიმართებაში. ამჟამად მიმდინარეობს კომპლექსური კვლევები, რომელთა მიზანია აღნიშნული პრეპარატის ეფექტურობის საბოლოო დადგენა და შემდეგ მასობრივ წარმოებაში გაშვება. ფონდმა „ქართუმ“ კი, მისი მტკიცე პრინციპებიდან გამომდინარე, დახმარების ხელი გაუწოდა ჩვენს მეცნიერებს შესაბამისი კვლევების ბოლომდე მისაყვანად. საწყის ეტაპზე ჩართული იყო ქართველი მეწარმე დავით ხიდაშელი (დავით გარეჯზე ისტორიული რუკები რომ მოიპოვა), რომელსაც გააჩნია დიდი გამოცდილება და მრავალწლიანი პრაქტიკა ამ სფეროში.

 

საყოველთაოდ ცნობილია თუ რაოდენ რთული და ძვირადღირებულია ფარმაცევტული კვლევების წარმოება. სწორედ ამ სირთულის გამო აღნიშნულ პროექტში ჩაერთო ფონდი „ქართუ“. ივანიშვილის „ქართუს“ მონაწილეობის მთავარი მიზანია ჩვენი თანამემამულეების ჯანმრთელობის დაცვა და სიცოცხლის გადარჩენა (C ჰეპატიტის აღმოფხვრის უფასო პროექტით მრავალი გადარჩენილი ადამიანიც გავიხსენოთ). ფონდი კანონმდებლობის სრული დაცვით აფინანსებს Covid-19-ის პრევენციის ხსენებულ კვლევებს. ერთობლივი ძალებით ცდილობს, პაციენტებისათვის ხელმისაწვდომი გახდეს მაღალეფექტიანი პრეპარატი „სულაჟერი" როგორც საქართველოში, ასევე უცხოეთში. რაც შეეხება "ქართუს" მხრიდან კომერციულ საწარმოებში წილის ფლობას და მათი საქმიანობის შედეგად შემოსავლის მიღებას, ეს სრულად შეესაბამება როგორც საერთაშორისო გამოცდილებას, ასევე ქართულ კანონმდებლობას.

 

ცხადია, მიღებული შემოსავალი ისევ ფონდის საქველმოქმედო მიზნებს ხმარდება. წარმატებები ჩვენს სახელოვან მეცნიერებს! მადლობა ივანიშვილების ოჯახს, მადლობა დავით ხიდაშელს! ფონდი „ქართუ“: ანტივირუსული მცენარეული პრეპარატის, „სულაჟერი“ კვლევების პროექტში ფონდი „ქართუს“ მონაწილეობის მთავარი მიზანია ჩვენი თანამოქალაქეების ჯანმრთელობის დაცვა და სიცოცხლის გადარჩენა“ - წერს გია აბაშიძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930