გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნინო ფოჩხუა: მერამდენედ უნდა გაფარჩაკდნენ ეს ანგაჟირებული, ბიძინა ივანიშვილის სახელზე აგზნებული ოპოზიციონერები და მათი ტელევიზიები, როცა საქმე "ქართუს" და მის საქველმოქმედო პროექტებს ეხება

9-10-2022

,,მერამდენედ უნდა გაფარჩაკდნენ ეს ანგაჟირებული, ბიძინა ივანიშვილის სახელზე აგზნებული ოპოზიციონერები და მათი ტელევიზიები, როცა საქმე "ქართუს" და მის საქველმოქმედო პროექტებს ეხება, თუმცა მათთვის ხომ უცხოა საკუთარი სამშობლოს და ხალხისთვის სიკეთის კეთება,” - წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა ფონდი ,,ქართუს” მიერ პანდემიის წინააღმდეგ პრეპარატის შექმნის პროცესში მონაწილეობასთან დაკავშირებით.

 

როგორც ფოჩხუა აღნიშნავს ამჟამად მიმდინარეობს პრეპარატის კომპლექსური კვლევა, რომლის მიზანია "სულაჟერის" ეფექტურობის საბოლოო დადგენა.

 

,,მერამდენედ უნდა გაფარჩაკდნენ ეს ანგაჟირებული, ბიძინა ივანიშვილის სახელზე აგზნებული ოპოზიციონერები და მათი ტელევიზიები, როცა საქმე "ქართუს" და მის საქველმოქმედო პროექტებს ეხება, თუმცა მათთვის ხომ უცხოა საკუთარი სამშობლოს და ხალხისთვის სიკეთის კეთება. ამჯერადაც სიცრუის კორიანტელი დააყენეს, მაგრამ ტყუილს ხომ მოკლე ფეხი აქვს. დიახ, ფონდი "ქართუ" ჩაერთო ისეთ კეთილშობილურ საქმეში, როგორიც არის 2020 წლის პანდემიის (კოვიდ-19) წინააღმდეგ პრეპარატის შექმნა, ისევე როგორც მთელი მსოფლიოს მეცნიერები. ამ დარგის სპეციალისტებისთვის კი ცნობილია რა დროს და რა თანხებს მოითხოვს პრეპარატის ლაბორატორიული და კლინიკური კვლევა. სიმართლე კი არის ეს: დავით ხიდაშელმა დაიწყო და "ქართუ" ჩაერთო ამ კეთილშობილურ საქმეში. უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ გამოჩენილი ქართველი მეცნიერის ალექსანდრე თავართქილაძის მაღალეფექტური პრეპარატი "სულაჟერი" სულ მალე გამოჩნდება როგორც მსოფლიო ისე ქართულ ბაზარზე და როგორც ყოველთვის, ბიძინა ივანიშვილის ინტერესი აქაც ქველმოქმედებაა. ამჟამად მიმდინარეობს პრეპარატის კომპლექსური კვლევა, რომლის მიზანია "სულაჟერის" ეფექტურობის საბოლოო დადგენა. კიდევ ერთხელ მადლობა ბიძინა ივანიშვილს და დავით ხიდაშელს ამ საქმის განხორციელებისთვის,” - წერს ფოჩხუა.

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930