9-10-2022
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1983 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი პ.პ., განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამაკაცმა, შურისძიების მოტივით, 1970 წელს ო.პ.-ს, მისსავე ნაქირავებ ბინაში, ფიზიკური დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც ქალი ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებული თბილისში დააკავეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
16-11-2024
16-11-2024