10-10-2022
სტრასბურგში დაახლოებით ათი წლის წინ გავიგე ელეკო თავართქილაძის შესახებ, ისიც კვლევებით არის დაკავებული, იცავდა დისერტაციას, - ამის შესახებ ბიზნესმენი დავით ხიდაშელმა „იმედის კვირას“ ესაუბრა.
„ორი წლის წინ ძალიან მძვინვარებდა კოვიდი. ჩემი როგორც ქართველი ბიზნესმენის დაინტერესება ის იყო, რომ ქართველი მეცნიერისთვის, რათა დაგვემტკიცებინა მსოფლიოსთვის, დაგვემტკიცებინა ჩვენი თავისთვისაც, რომ არა მხოლოდ დიდ ფარმაცევტულ კომპანიებს შეუძლიათ რამის გაკეთება, არამედ ქართველსაც. ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ ალეკო თავართქილაძესთან ერთად, დარწმუნებული ვარ, რომ იქნება მოთხოვნადი მთელი მსოფლიოსთვის. რამდენადმე კაცია გამოსული, რომელიც ჩემს მიმართ რაღაც ბრალდებებს იძახის. მე მგონია, რომ საზოგადოების ყურადღება გადააქვთ ძირითადი თემებიდან .
რა თქმა უნდა ქვეყნის ზარალს აყენებს ყველა მათი ზემოქმედება. ჯერ რომ გამოდიხარ და პირდაპირ ბრალდებებს აყენებ, დამიძახე, დამელაპარაკე“, - განაცხადა ხიდაშელმა.
„იმედის კვირა“ ქართველ ონკოლოგ ალექსანდრე თავართქილაძეს შეხვდა, რომელიც ფონდ „ქართუს“ მხარდაჭერით კორონავირუსის საწინააღმდეგო წამალზე - „სულაჟერზე“ მუშაობს. თავართქილაძის სახელი ათობით ქვეყანაში კიბოსთან ბრძოლას უკავშირდება, ახლა საკუთარ სამშობლოში ინოვაციური კვლევის პროცესშია. სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ „სულაჟერს“ ბიოლოგიურად აქტიური დანამატის კლასიფიკაცია უკვე მისცა. მისი გამოყენების რეკომენდაცია იმუნორეზისტენტობის ასამაღლებლად და ფილტვების ქრონიკულად მიმდინარე ინფექციების დროს უკვე გაცემულია.
16-11-2024
16-11-2024