10-10-2022
საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის ხელმძღვანელობით სამეთაურო საშტაბო სწავლება „ქარიშხალი 2022“ დასრულდა. დასკვნითი საჩვენებელი სწავლება ვაზიანის სასროლეთზე გაიმართა. 41-ე ქვეითი ბატალიონის „ჩარლი“ ასეულმა, მე-5 საარტილერიო ბრიგადის 52-ე საარტილერიო რეაქტიული ბატალიონის საცეცხლე მხარდაჭერით საბრძოლო სროლები განახორციელა და რეალობასთან მაქსიმალურად მიახლოებული თავდაცვითი ოპერაციები შეასრულა.
წვრთნებს აღმოსავლეთის სარდალი, ბრიგადის გენერალი როლანდ ძნელაძე ხელმძღვანელობდა და მასში სარდლობის ყველა ქვედანაყოფი იყო ჩართული.
სწავლება მოიცავდა როგორც საშტაბო, ისე საველე კომპონენტებს. სამეთაურო- საშტაბო სწავლება „ქარიშხალი 2022“ საბრძოლო ვითარებასთან მიახლოებულ გარემოში სამხედრო ოპერაციების დაგეგმვასა და აღსრულებას, სარდლობის დაქვემდებარებული ქვედანაყოფების შტაბების კოორდინაციას, ოპერაციების სინქრონიზებასა და ახალი სისტემების გამოცდას ისახავდა მიზნად.
16-11-2024
16-11-2024