გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ათენში მოქმედმა ქართული დიასპორის საზოგადოებრივმა ცენტრმა ონში მორიგი საქველმოქმედო აქცია ჩაატარა

10-10-2022

ქალაქ ათენში მოქმედმა ქართული დიასპორის საზოგადოებრივმა ცენტრმა სოციალური ფონდის ,,დაეხმარე თანამემამულეს" ფარგლებში, ონის მუნიციპალიტეტში მორიგი საქველმოქმედო აქცია განახორციელა.


აქციის ფარგლებში ონის მუნიციპალიტეტში ერთ წლამდე ასაკის ბავშვებს სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.


აღნიშნული ჰუმანიტარული აქცია განხორციელდა ონის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით. ასევე, რაჭა- ლეჩხუმ სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ჩართულობით.


აღსანიშნავია, რომ ქართული დიასპორის საზოგადოებრივი ცენტრი / ΚΟΙΝΩΝΙΚΟ ΚΕΝΤΡΟ ΤΗΣ ΓΕΩΡΓΙΑΝΗΣ ΔΙΑΣΠΟΡΑΣ, რომელიც გასულ წელს დაარსდა ქალაქ ათენში, აქტიურად ახორციელებს სოციალურ პროექტებს.


ონის მუნიციპალიტეტის მერია მადლობას უხდის ქართული დიასპორის საზოგადოებრივ ცენტრს და მის ხელმძღვანელს - ნანა თევდორაძეს გამოჩენილი ყურადღებისთვის.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, გაამართლა თუ არა ტაქსების რეფორმამ დედაქალაქში?

სხვა გამოკითხვები

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2023    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930