გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დღეს სვეტიცხოვლობაა

13-07-2018

ქართული მართლმადიდებლური ეკლესია დღეს სვეტიცხოვლობის დღესასწაულს აღნიშნავს. 

ეს დღე წელიწადში ორჯერ, 14 ოქტომბერს და 13 ივლისს აღინიშნება. 14 ოქტომბერს ეკლესია ქრისტეს კვართს იხსენიებს, 13 ივლისს კი - ქრისტეს ყველა მოციქულს.
წმინდა სახარების მიხედვით, იესო ქრისტემ 12 მოციქული გამოარჩია. მათგან ერთმა იუდა ისკარიოტელმა იგი გასცა. შემდგომ მის ნაცვლად უფალმა მატათა მოციქული გამოარჩია, რომელმაც საქართველოში იქადაგა. ამდენად, დღეს ეკლესია წმინდა მოციქულებს: პეტრეს და მის ძმას ანდრიას, იაკობსა და მის ძმას იოანეს, ფილიპეს, ბართლომეს, თომას, მათეს, იაკობ ალფესს, იუდა იაკობისას (თადეოზისა), სიმონ მოშურნეს და მატათას იხსენიებს.

ამ დღესათან დაკავშირებით საქართველოს მასშტაბით ტაძრებში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა აღევლინება. სვეტიცხოვლის ტაძარში კი საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქი ილია მეორე წირვას აღავლენს და მრევლს ქადაგებით მიმართავს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031