11-10-2022
„TV პირველი“, „ობიექტივი“ და „ერ ბი ჯი“ „სტერეო პლუსის“ მაუწყებლობიდან გაითიშა.
როგორც „სტერეო პლუსის“ დამფუძნებელმა დავით ზილფიმიანმა Pia.ge-სთან საუბარში განაცხადა, მიზეზი დავალიანებაა, რომელიც გაფრთხილების მიუხედავად, აღნიშნულმა არხებმა არ გადაიხადეს.
ზილფიმიანი იმედოვნებს, რომ ტელეკომპანიები მალე გადაიხდიან დავალიანებას და მაუწყებლობა აღუდგებათ, რადგან ეს უპირველეს ყოვლისა, მაყურებელთა ინტერესებშია.
„გადაწყვეტილების მიღებაში მე არ ვმონაწილეობ. დავალიანების გამო გაეთიშათ მაუწყებლობა. სამივე ტელევიზიას გაეგზავნა გაფრთხილება, მაგრამ არ გადაიხადეს. იმედი მაქვს, გადაიხდიან და აღდგება მაუწყებლობა. ეს მაყურებლისთვისაც მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ზილფიმიანმა.
16-11-2024
16-11-2024