გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მიხეილ დუნდუა: იმ ზრდის ტემპი რომ გაგრძელდეს, რაც ახლა სავალუტო ფონდს საქართველოსთვის აქვს, შესაძლოა 2030 წელს ეკონომიკამ ერთ სულზე 15 ათას დოლარს გადააჭარბოს

13-10-2022

მიხეილ დუნდუამ საერთაშორისო სავალუტო ფონდის 2022-2027 წლების მსოფლიო ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შეაფასა, რომელს მიხედვითაც საქართველო ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის რამდენიმე სახეობის გრძელვადიანი გაუმჯობესების მიხედვით მოწინავე პოზიციებზე გავიდა. ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ამ თემაზე გადაცემაში „იმედი LIVE“ ისაუბრა.


„იმ ზრდის ტემპი რომ გაგრძელდეს, რაც ახლა აქვს სავალუტო ფონდს საქართველოსთვის 2022-2027 წლებზე, თავისუფლად შეიძლება ვთქვათ, რომ შესაძლოა 2030 წელს ეკონომიკამ ერთ სულზე 15 ათას დოლარს გადააჭარბოს. ეს კი იმის რეალურ პერსპექტივას ქმნის, რომ 2030 წლისთვის საქართველო მაღალშემოსავლიანი ქვეყანა გახდეს. დღეისათვის, ჩვენს სამეზობლოში მაღალშემოსავლიან ქვეყანა არცერთი არ არის, შავი ზღვისპირეთში მხოლოდ რუმინეთია.


15 წელია ბულგარეთი ევროკავშირის წევრია და მაღალშემოსავლიანი ქვეყანა მაინც ვერ გახდა. თურქეთსაც არ აქვს მაღალშემოსავლიანი ქვეყნის სტატუსი. თუ 2030 წლისთვის მივაღწევთ ამ შედეგს, ეს ნიშნავს, რომ საქართველოში არსებითად უნდა იყოს გაუმჯობესებული კეთილდღეობის დონე“, - განმარტა დუნდუამ.


მისი თქმით, ასეთ პროგნოზს საფუძველი მთავრობის სწორმა პოლიტიკამ ჩაუყარა, რომელიც ორიენტირებულია ადამიანზე, თავისუფალ ეკონომიკაზე, მშვიდობაზეა ორიენტირებული.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930