15-10-2022
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ჩიქოვანი გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის თანათავმჯდომარე ლარს კლინგბაილსთან შეხვედრას Facebook-ზე ეხმიანება.
„გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის თანათავმჯდომარეს ლარს კლინგბაილს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარესთან ირაკლი კობახიძესთან ერთად შევხვდით. შეხვედრაზე ვისაუბრეთ გერმანიის როლსა და მხარდაჭერაზე ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის პროცესში და ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებაზე. მასპინძელი მხარისგან აღინიშნა, რომ გერმანია მხარს უჭერს ჩვენს ინტეგრაციას ევროპულ სტრუქტურებში და მაქსიმუმი გაკეთდება იმისთვის, რომ წარმატებებს მივაღწიოთ ამ გზაზე.
გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, ბუნდესტაგში სამუშაო შეხვედრები გავმართეთ. შეხვედრებზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ევროპული საბჭოს მიერ საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების გადაწყვეტილებას, საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის დღის წესრიგის აქტუალურ საკითხებსა და ქვეყნის ევროკავშირში შემდგომი ინტეგრაციის მნიშვნელობას. საუბარი შეეხო ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების კუთხით მიღწეულ პროგრესს და ხაზი გაესვა, რომ საქართველოს სტრატეგიული მიზნების მიღწევის კუთხით გერმანიის პოლიტიკურ მხარდაჭერას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.
გამართულ შეხვედრებზე ყურადღება, რა თქმა უნდა, გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ ვითარება“, - წერს ჩიქოვანი.
16-11-2024
16-11-2024