გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლევან ნიკოლეიშვილი: ასეთი ამბები ადვილად არ ხდება ხელისშემშლელი ფაქტორების ფონზე, ეს კი ადასტურებს, რომ ჩვენმა დელეგაციამ ძალიან სერიოზული სამუშაოები ჩაატარა

15-10-2022

,,საერთაშორისო არენაზე მიმდინარე მოვლენების ფონზე, ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ მიმავალი გზა, რომ რთულია ამაში ალბათ დამეთანხმებით,” - წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ევროპელი სოციალ-დემოკრატების მიღებულ რეზოლუციაზე.

 

როგორც ნიკოლეიშვილი აღნიშნავს, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით დელეგაციამ დიდი სამუშაო შეასრულა.

 

,,საერთაშორისო არენაზე მიმდინარე მოვლენების ფონზე, ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ მიმავალი გზა, რომ რთულია ამაში ალბათ დამეთანხმებით. ერთია შენი ქვეყნის არჩევანი, და მეორე წინააღმდეგობები და ხელის შემშლელი ფაქტორები.

 

ამ ფაქტორებიდან განსაკუთრებით აქტიურად მუშაობს ანტი მოძრაობები თავისი „ქართული“რესურსებითა (რადიკალური ოპოზიცია) და უცხოური ლობისტების (ცალკეულ ევროპარლამენტართა ჯგუფი) დახმარებით, რომელთა მიზანი რაც შეიძლება საქართველოს მძიმე სურათის წარმოჩენაა ამ მიმართულებით.

 

ამ ფონზე კი ხელისუფლების ნებისმიერი აქტივობა, არათუ მისასალმებელია არამედ დასაფასებელიც. გერმანიაში, ევროპელი სოციალ-დემოკრატების პარტიის საერთაშორისო კონგრესზე მიიღეს რეზოლუცია, „სადაც ხაზი გაესვა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მნიშვნელობას და პირდაპირი მოწოდებაა ევროპული სტრუქტურების მიმართა, რომ საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი.“

 

ასეთი ამბები კი ასე ადვილად არ ხდება, მით უფრო იმ ხელისშემშლელი ფაქტორების ფონზე, რაც ზევით აღვნიშნე. ეს კი ადასტურებს იმას რომ ჩვენმა დელეგაციამ, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით ძალიან სერიოზული სამუშაოები ჩაატარა, რასაც საფუძვლად საქართველოს სახელისუფლებო გუნდის ასევე სერიოზული მიდგომა და განხორციელებული რეფორმები თუ სამუშაოები გახლავთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით,” - წერს ნიკოლეიშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930