გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

17-10-2022

საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს (ADB) შორის თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და ADB-ის ვიცე-პრეზიდენტმა, შიშინ ჩენმა.


შეხვედრა ამერიკის შეერთებულ შტატებში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ჯგუფის ყოველწლიური შეხვედრების ფარგლებში შედგა და მას დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილეები მირზა გელაშვილი და ეკატერინე გუნცაძე.


საუბარი შეეხო აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერილი პროექტების მიმდინარეობას, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში. ასევე, საქართველოს ეკონომიკაში დღეს არსებულ ვითარებას, მიმდინარე და 2023 წელს დაგეგმილ ფისკალურ პარამეტრებს.


ყურადღება დაეთმო იმ სტრუქტურულ რეფორმებს, რომელთა განხორციელებასაც საქართველოს მთავრობა გეგმავს საშუალოვადიან პერიოდში.


ქვეყნის გამოწვევებს შორის, ისევე, როგორც მთელი მსოფლიოსთვის, დასახელდა ინფლაცია და გაზრდილი ფასები ენერგორესურსებსა და ნავთობზე. როგორც აღინიშნა, ამ რისკების მიმართ ADB-ის წევრმა ქვეყნებმა უნდა გამოიჩინონ სიფრთხილე და საჭირო ნაბიჯები გადადგან ეკონომიკის ზრდის შეფერხების გარეშე ინფლაციის შესაკავებლად.


დასასრულს, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა და აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტმა გამოთქვეს იმედი, რომ პარტნიორობა, როგორც სტრუქტურული, ისე ეკონომიკური რეფორმების განხორციელების მიმართულებით კვლავ გაგრძელდება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930