17-10-2022
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა.
მინისტრთა კაბინეტის წევრებმა სხდომაზე 11 საკითხი განიხილეს.
განსახილველ საკითხთა შორის იყო საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „გოგნის ქარის ელექტროსადგურის" პროექტის კონცეფციის მოწონებისა და თანმდევი ღონისძიებების განხორციელების თაობაზე", რომელიც თერჯოლისა და ტყიბულის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე ქარის ელექტროსადგურების მოწყობას ითვალისწინებს. ელექტროსადგურის სავარაუდო დადგმული სიმძლავრე 103,5 მგვტ იქნება, სავარაუდო წლიური გამომუშავება – 362 მლნ.კვტ.სთ, ხოლო საპროექტო ღირებულება – 130 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს.
მთავრობის წევრებმა ასევე განიხილეს საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტები ,,პირისათვის საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მინიჭების შესახებ", რომლის საფუძველზეც რვა კომპანიას საერთაშორისო სტატუსი მიენიჭება.
16-11-2024
16-11-2024