გაიგე განსხვავებული

სამშაბათი, მაისი 27, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მდგრადი საჯარო შესყიდვების შესახებ ონლაინ სასწავლო კურსი ჩატარდა

18-10-2022

საქართველოში მდგრადი საჯარო შესყიდვების შესახებ ონლაინ სასწავლო კურსი ჩატარდა. სასწავლო კურსი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა, თამარ ალადაშვილმა გახსნა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი ავრცელებს.


მათივე ცნობით, სასწავლო კურსის მონაწილეებმა ინფორმაცია მიიღეს მდგრადი საჯარო შესყიდვების, რეგულირების, საქართველოს მდგრადი საჯარო შესყიდვების კრიტერიუმებისა და პოლიტიკის პრიორიტეტების შესახებ და მდგრადი საჯარო შესყიდვების საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის მაგალითებს გაეცნენ.


„სასწავლო კურსს ესწრებოდნენ მდგრადი საჯარო შესყიდვებით დაინტერესებული პირები, მათ შორის შემსყიდველი ორგანიზაციების წარმომადგენლები და სტუდენტები.


სასწავლო კურსი ტარდება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული EU4Environment პროგრამის ფარგლებში. პროექტის ერთ-ერთ ამოცანას წარმოადგენს საქართველოში მდგრადი საჯარო შესყიდვების მიდგომებისა და დებულებების დანერგვის ხელშეწყობა და სამიზნე ჯგუფების ცნობიერების ამაღლება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031