გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მიხეილ ხიდურელი: მსხვილი საერთაშორისო კომპანიების შემდეგ, შევძელით კიდევ ერთი ამერიკული IT კომპანიის საქართველოში შემოყვანა

18-10-2022

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" Invest in Georgia-ს ჩართულობით ვაგრძელებთ ინტენსიურ მუშაობას უცხოური კომპანიების მოზიდვის მიმართულებით და მსხვილი საერთაშორისო კომპანიების შემდეგ, ამჯერად შევძელით ამერიკული IT კომპანია Combined Ratio Solutions-ის საქართველოში შემოყვანა, - ამის შესახებ „აწარმოე საქართველოში" დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა განაცხადა.


მისი თქმით, ამერიკული კომპანიის წარმომადგენლები საქართველოს საინესტიციო პოტენციალისა და ბიზნეს გარემოს შესწავლით მიზნით წელს იმყოფებოდნენ თბილისში, რა დროსაც არაერთი შეხვედრა გამართეს სხვადასხვა კერძო და საჯარო ორგანიზაციასთან.


„სწორედ ამ ვიზიტის შემდეგ და ჩვენი სააგენტოს ინტენსიური მუშაობის შედეგად, კომპანიამ საქმიანობის საქართველოში გაგრძელება და გაფართოება გადაწყვიტა. აღსანიშნავია, რომ წლის ბოლომდე ამერიკული კომპანია საქართველოში 80-მდე ადამიანს დაასაქმებს", - განაცხადა მიხეილ ხიდურელმა.


Combined Ratio Solutions საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში მოღვაწეობს, კერძოდ, დაზღვევის სექტორში მომუშავე კომპანიებს აიტი მომსახურებას აწვდის. Combined Ratio Solutions-ში დასაქმებულთა რიცხვი 200 ადამიანს აჭარბებს.


ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930