19-10-2022
სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" ორგანიზებით, 15-19 ოქტომბერს, ქალაქ პარიზში საქართველო ევროპის მასშტაბით ერთ-ერთ უმსხვილეს საკვები პროდუქციის საერთაშორისო გამოფენაზე - Sial Paris 2022 წარდგა. გამოფენა დაახლოებით 6000 კომპანიას აერთიანებს, რომელთა წარმომადგენლები 200-ზე მეტი ქვეყნიდან სასურსათო ბიზნესის გლობალური ტენდენციების გასაცნობად ჩამოდიან.
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" ხელშეწყობით საქართველო გამოფენაზე მეოთხედ იღებს მონაწილეობას, წელს კი ამის შესაძლებლობა 28 საკვებისა და სასმლის მწარმოებელ ქართულ კომპანიას მიეცა.
ქართველმა მონაწილეებმა დაამყარეს ბიზნესკავშირები პოტენციურ დამკვეთებთან თუ პარტნიორებთან და საზოგადოებას გაუზიარეს საქართველოს საექსპორტო პოტენციალი და საექსპორტო ბაზრის მრავალფეროვნება.
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო შემდეგი პროდუქცია: ჩირი, თხილი, ნუში, კაკალი, ჯემი, თაფლი, ცოცხალი ხილი და ბოსტნეული, სუნელები, კენკროვანი კულტურები, ნატურალური წვენი, ჩაი, ცივი ჩაი, ლიმონათი, ლუდი, მინერალური წყალი.
აღსანიშნავია, რომ USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის მხარდაჭერით ვიზიტორებს საშუალება მიეცათ, საქართველოს სტენდთან დაეგემოვნებინათ ქართული ტრადიციული კერძები.
16-11-2024
16-11-2024