გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სპეციალური ოპერაციების ძალების სწავლება „კავკასიის არწივი 2022“ დასრულდა

20-10-2022

საქართველოს თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების სამმხრივი სწავლებასაქართველოს თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების სამმხრივი სწავლება „კავკასიის არწივი 2022" მუხროვანში დასრულდა. შემაჯამებელ სწავლებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორიგიორგი მათიაშვილი, აზერბაიჯანის დელეგაციის წარმომადგენელი, გენერალ-მაიორი მაჰმადჰასანოვი და საქართველოში თურქეთის ელჩი ალი კაან ორბაი დაესწრნენ.
 
 
სცენარის მიხედვით, აღმოჩენილ მოწინააღმდეგის დივერსიული ჯგუფის მართვის პუნქტზესამივე ქვეყნის სპეციალური ოპერაციების ძალების კომბინირებულმა ჯგუფებმა შეტევა განახორციელეს. საცეცხლე მხარდაჭერის ქვეშ მოხდა სამანევრო ელემენტების მიერ შეტევისგანხორციელება, რის შედეგადაც განეიტრალდა მოწინააღმდეგის ძალები.
 

ორკვირიანი წვრთნა საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის სპეციალური ოპერაციებისძალების სამხედროების ურთიერთთავსებადობის გაძლიერებასა და კოორდინირებულადმოქმედებას ისახავდა მიზნად.
 

შემაჯამებელი სწავლების დასრულების შემდეგ სპეციალური ოპერაციების ძალების პირადი შემადგენლობის და სწავლებაში მონაწილე სამხედროების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. სამხედროებს სწავლების დასრულება ჯუანშერ ბურჭულაძემ მიულოცა და წარმატებები უსურვა.
 

საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის სპეციალური ოპერაციების ძალების სამმხრივი სწავლება „კავკასიის არწივი 2022“ ყოველწლიურად, როტაციის პრინციპით სამივე ქვეყანაში ტარდება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930