გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა ბახტაძე: ჩვენი პოლიტიკური გუნდის პრიორიტეტი ადამიანი და მასზე ზრუნვაა

13-07-2018

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, მთავრობის თითოეული რეფორმა ადამიანის კეთილდღეობის ზრდაზე იქნება მორგებული.

ბახტაძის თქმითვე, მისი გუნდის ინიციატივები გრძელვადიანი დანერგვის რეჟიმზე არაა გათვილი.

 

„ჩვენი პოლიტიკური გუნდის პრიორიტეტი, რომელიც იყო არის და იქნება, ეს არის ადამიანი და მასზე ზრუნვა. თითოეული რეფორმა იქნება მორგებული სწორედ ადამიანის კეთილდღეობის ზრდაზე, იმაზე, რომ დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტი იყოს ყოველთვის ძალიან მაღალი და შეესაბამებოდეს იმ წარსულსა და მომავალს, რაც აქვს ქართველ ერს. ამასთან ერთად მე მინდა განვაცხადო, რომ პროგრამა, რომელიც არის წარმოდგენილი და ინიციატივები, რომელიც მასშია დაფიქსირებული, არ მოითხოვს გრძელვადიანი დანერგვის რეჟიმს. ბუნებრივია, ეს არ ეხება განათლების სექტორის რეფორმას, რადგან განათლება სწორედ ის სფერო გახლავთ, სადაც გრძელვადიანი რეფორმების გეგმაა აუცილებელი. დანარჩენი რეფორმების უმრავლესობა უნდა დაინერგოს მიმდინარე წელს, ხოლო ნაწილი 2019 წელს“- განაცხადა ბახტაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031