გაიგე განსხვავებული

ორშაბათი, მაისი 19, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
101 წლის ქეთევან გოგუაძეს ლანჩხუთის მერმა დაბადების დღე მიულოცა

21-10-2022

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ აკეთში მცოხვრებ 101 წლის ქეთევან გოგუაძეს ლანჩხუთის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძემ დაბადების დღე მიულოცეს.

 

ლანჩხუთის მერმა ქალბატონ ქეთევანს ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე უსურვა.


ქალბატონი ქეთევანი პროფესიით პედაგოგია და წლების განმავლობაში მეუღლესთან ერთად სოფლის სკოლაში მუშაობდა. მან ადგილობრივი ხელისუფლების პირველ პირებს ყურადღებისთვის მადლობა გადაუხადა.

 

101 წლის ქალბატონს ხანდაზმულ პირთა დახმარების პროგრამის ფარგლებში პირად ანგარიშზე 1000 ლარი დაერიცხა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031