გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზაალ ანჯაფარიძე: პრეზიდენტ ზელენსკის გადაწყვეტილება მისი "სტრატეგიული პარტნიორი" ქვეყნის მოქალაქეებისთვის სანქციების დაწესებაზე, ფაქტობრივად ძირს უთხრის ამ პარტნიორობას

21-10-2022

,,ბევრი შეიძლება ვერ აცნობიერებს თუ რა შორს მიმავალი და მძიმე შედეგები შეიძლება ჰქონდეს ზელენსკის ამ გადაწყვეტილებას საქართველოსთვის,” - წერს სპციალურ ქსელში ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ვოლოდიმერ ზელენსკის გადაწყვეტილების შესახებ.

 

როგორც ანჯაფარიძე აღნიშნავს, უკრაინის ამჟამინდელი ხელისუფლება პირდაპირ ჩართულია საქართველოში ხელისუფლების არაკონსტიტუციური გზით შეცვლის პროცესში.

 

,,ბევრი შეიძლება ვერ აცნობიერებს თუ რა შორს მიმავალი და მძიმე შედეგები შეიძლება ჰქონდეს ზელენსკის ამ გადაწყვეტილებას საქართველოსთვის. აქ უკვე მკაფიოდ იკვეთება ის დესტრუქციული ხაზი რაც უკრაინის ამჟამინდელმა ხელისუფლებამ აირჩია საქართველოსთან მიმართებაში. დავარქვათ მოვლენებს თავის სახელი და გავხსნათ ფრჩხილები. პრეზიდენტ ზელენსკის ეს გადაწყვეტილება მისი "სტრატეგიული პარტნიორი" ქვეყნის (უკვე ბრჭყალებში ვაქცევ ამ ტერმინს) მოქალაქეებისთვის სანქციების დაწესებაზე, ფაქტობრივად ძირს უთხრის ამ პარტნიორობას, გამომდინარე შედეგებით.

 

ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, უკრაინის ამჟამინდელი ხელისუფლება პირდაპირ არის ჩართული საქართველოში ხელისუფლების არაკონსტიტუციური გზით შეცვლის ღონისძიებებში. დაელოდონ ქართველი საზოგადოების რეაქციას!” - წერს ანჯაფარიძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930