13-07-2018
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, მის მიერ წარმოდგენილი გუნდი გამოცდილებიდან გამომდინარე თავს გაართმევს გამოწვევებს, რომელიც ქვეყანაში არსებობს.
მისივე თქმით, მთავრობის პროგრამა კონკრეტულ შედეგებზეა ორიენტირებული.
„ის პროგრამა, რითაც ჩვენ მოვდივართ, ეს არის კონკრეტულ შედეგებზე ორიენტირებული, მას აქვს კონკრეტული გრაფიკი და ეს გრაფიკი იქნება დაცული მკაცრად. გუნდი, რომელიც მე წარმოვადგინე, არის დაკომპლექტებული შესაბამისი პროფესიებისა და გამოცდილების მქონე ადამიანებით, რომლებმაც თავიანთ წინა კარიერაში, ან სხვა პოზიციებზე, აჩვენეს ის შედეგი, რაც გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ეს გუნდი გაართმევს თავს იმ გამოწვევებს, რომელიც მე აღვნიშნე და იმ რეფორმათა პაკეტის იმპლემენტაციას, რომელიც წარმოდგენილია და მე მზად ვარ, რომ ამ რეფორმების დანერგვაზე ავიღო პოლიტიკური პასუხისმგებლობა“- განაცხდა ბახტაძამ.
19-12-2024
18-12-2024