21-10-2022
საქართველოს მოქალაქეებისთვის სანქციების დაწესება, ძალის პროეცირება და თურმე საქართველოს დახსნა, მილიონამდე მებრძოლისთვის საქმის გამოჩენა და ა.შ. ამ სამარცხვინო არსების, სამარცხვინო განცხადების მიუხედავად კვლავ გავაგრძელებთ უკრაინის სახელმწიფოს და ხალხის პოლიტიკურ მხარდაჭერას - ასე გამოეხმაურა თბილისის საკრებულოს წევრი ვლადიმერ ბოჟაძე არესტოვიჩის განცხადებას.
ბოჟაძემ არესტოვიჩის განცხადებას სამარცხვინო და საშიში უწოდა. მისივე თქმით, როგორც უკრაინის ხელისუფლების ნაწილი გააგრძელებს ომის და ღალატის პარტიასთან, ,,ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად საქართველოს მტრობას, ,,ქართული ოცნება" უზრუნველყოფს ქვეყანაში მშვიდობას, სტაბილურობას და განვითარებას.
„საქართველოს ცალმხრივ მეგობრობას უკრაინის ხელისუფლების ნაწილი უკვე ღია დაპირისპირებით და მტრობით გვპასუხობს, თვალებხატულა არესტოვიჩმა დღეს კიდევ ერთი სამარცხვინო და თანაც საშიში განცხადება გააკეთა. აქამდე მეორე ფრონტის გახსნას ღიად ითხოვდნენ და ამ მიზნის მისაღწევად ძალისხმევას არ იშურებდნენ, ქვეყნის შიდა თუ გარე მტრები 24 საათიან რეჟიმში ცდილობდნენ საქართველოს ხელისუფლების შანტაჟს და პროვოკაციაზე წამოგებას, ახორციელებდნენ ზეწოლას და ხშირ შემთხვევაში მუქარასაც არ ერიდებოდნენ. ახლა როგორც ჩანს კიდევ უფრო რთულ ეტაპზე გადავდივართ: საქართველოს მოქალაქეებისთვის სანქციების დაწესება, ძალის პროეცირება და თურმე საქართველოს დახსნა, მილიონამდე მებრძოლისთვის საქმის გამოჩენა და ა.შ. ამ სამარცხვინო არსების, სამარცხვინო განცხადების მიუხედავად კვლავ გავაგრძელებთ უკრაინის სახელმწიფოს და ხალხის პოლიტიკურ მხარდაჭერას, ლტოლვილების დახმარებას, ჰუმანიტარული ტვირთის გაგზავნას და ა.შ. , ისევე როგორ უკრაინის ხელისუფლების ნაწილი გააგრძელებს ომის და ღალატის პარტიასთან, რადიკალურ ოპოზიციასთან და ,,ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად საქართველოს მტრობას, მისი სახელმწიფოს და ხალხის ინტერესების წინააღმდეგ წასვლას, თუმცა მათი დაუღალავი მცდელობების მიუხედავად ,,ქართული ოცნება" უზრუნველყოფს ქვეყანაში მშვიდობას, სტაბილურობას და განვითარებას!“- წერს ბოჟაძე Facebook-ზე.
16-11-2024
16-11-2024