24-10-2022
“ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციამ” წევრი კომპანიების ტრადიციულ შეხვედრას უმასპინძლა. ღონისძიებაში, როგორც ასოციაციის წევრებმა, მონაწილეობა მიიღეს თიბისიმ და თიბისი ლიზინგმა.
შეხვედრის ფარგლებში, ასოციაციის ახალი წევრი კომპანიების - სამშენებლო ინდუსტრიის მნიშვნელოვანი წარმომადგენელების პრეზენტაცია გაიმართა, რომელთა მიმართულებებიც განსხვავებული და მრავალფეროვანია.
ღონისძიება 2 ნაწილისაგან შედგებოდა. პირველ ნაწილში, პრეზენტაციები და პანელური დისკუსია ჩატარდა. საერთო კრების ფარგლებში, ასოციაციის წევრმაკომპანიებმა ინდუსტრიისათვის აქტუალური საკითხები განიხილეს და ამ საკითხებთან მიმართებით პოზიციებზე ჩამოყალიბდნენ.ღონისძიების მეორე ნაწილი კი, არაფორმალურ გარემოში კომუნიკაციას დაეთმო.
„თიბისი ლიზინგის პორტფელის ფაქტობრივად მესამედი ინფრასტრუქტურის მიმართულებაზე მოდის. ჩვენი კომპანია მსხვილი პროექტების კონტრაქტორების და ქვეკონტრაქტორების ფინანსური მხარდამჭერია. სწორედ ამიტომ, მოხარული ვართ, რომ ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციასთან მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობის ფარგლებში, მოგვეცა საშუალება ვყოფილიყავით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიების სპონსორი და კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია მიგვეწოდებინა დამსწრე საზოგადოებისთვის ჩვენი ფინანსური პროდუქტების შესახებ”, - ზურაბ გუგუშვილი, თიბისი ლიზინგის კომერციული დირექტორი.
ცნობისთვის, 19 წელია, რაც "თიბისი ლიზინგი“ საქართველოში ოპერირებს. მოცემულ ეტაპზე, ბაზრის 76%-ით ის მოწინავე სალიზინგო კომპანიას წარმოადგენს. მისი მართვის ქვეშ 300 მილიონამდე ლარის მოცულობის პორტფელია, რომელიც დივერსიფიცირებულია ინდუსტრიების მხრივ და მოიცავს ქვეყნის ეკონომიკის ყველა სექტორს, მათ შორის მშენებლობას, დეველოპმენტს, მომსახურებას, საგზაო მშენებლობას, მედიცინას, სოფლის მეურნეობას, ვაჭრობას, ჰორეკას, მსუბუქ მრეწველობას, განახლებად ენერგიას, საავტომობილოს, ტექნოლოგიას, მედია და ტელეკომუნიკაციას და პოლიგრაფიას.
16-11-2024
16-11-2024