გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ჯუანშერ ბურჭულაძე ლიეტუველ კოლეგას შეხვდა

24-10-2022

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ლიეტუვის თავდაცვის მინისტრსსაქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ლიეტუვის თავდაცვის მინისტრსარვიდას ანუშაუსკას შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონში არსებული უსაფრთხოებისგამოწვევები განიხილეს. ჯუანშერ ბურჭულაძემ აღნიშნა, რომ ლიეტუვა საქართველოსგამორჩეული, მტკიცე და ერთგული სტრატეგიული პარტნიორია. განსაკუთრებული ყურადღებადაეთმო საქართველო-ლიეტუვას შორის თანამშრომლობის, კერძოდ, სხვადასხვა პროექტებსადა ინიციატივებში ერთობლივი მონაწილეობის მნიშვნელობას.
 

მხარეებმა განიხილეს ვილნიუსში მომავალ წელს დაგეგმილ ნატოს სამიტზე საქართველოსპერსპექტივები და კონკრეტული ნაბიჯები. მხარეებმა შავი ზღვის რეგიონში სტაბილურობისმნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადრება და კიდევ ერთხელ გამოხატეს მხარდაჭერა უკრაინისმიმართ. ჯუანშერ ბურჭულაძემ საკუთარ კოლეგას ნატოსა და ევროკავშირის სტანდარტებთანთავსებადობის კუთხით თავდაცვის უწყებაში განხორციელებული რეფორმები გააცნო. საუბარიშეეხო ორი ქვეყნის თავდაცვის სამინისტროებს შორის არსებულ მჭიდრო სტრატეგიულთანამშრომლობას, ასევე ორმხრივი თანამშრომლობის მზარდ დინამიკასა და სამომავლოპერსპექტივებს.
 

მხარეებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის კონკრეტული გეგმა, რომელიც ეხებასამხედრო განათლების, კიბერუსაფრთხოების, სტრატეგიული კომუნიკაციების, სავალდებულოსამხედრო სამსახურის, დაჭრილ სამხედროთა რეაბილიტაციის კუთხით თანამშრომლობას,გაცვლით ვიზიტებს ეროვნული თავდაცვის აკადემიებს შორის, ასევე ერთობლივ სწავლებებს.შეხვედრის დასასრულს, ჯუანშერ ბურჭულაძემ და არვიდას ანუშაუსკამ ხელი მოაწერესსაქართველოსა და ლიეტუვას შორის თავდაცვის სფეროში სტრატეგიული თანამშრომლობისშესახებ ერთობლივ კომუნიკეს.
 

შეხვედრას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი, საქართველოსთავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი, მეთაურის მოადგილე,ბრიგადის გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე, საქართველოში ლიეტუვის ელჩი ანდრიუს კალინდრა,თავდაცვის უწყების სხვა ოფიციალური პირები და ლიეტუვის დელეგაციის წევრები დაესწრნენ.ვიზიტის ფარგლებში, ლიეტუვის თავდაცვის მინისტრი ნატო-საქართველოს წვრთნისა დაშეფასების ერთობლივ ცენტრს (JTEC) ესტუმრა და საქართველოს ტერიტორიულიმთლიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930